საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№599
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018871
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №599

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის №102 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ეკონომიკური საბჭოს 2015 წლის 20 თებერვლის რიგით მე-3 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა განახორციელოს ქ. გარდაბანში, ყოფილ სამხედრო დასახლება „პობედასა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 1400 ჰექტარ მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საქართველოში ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო გაერთიანების შექმნის საპილოტე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის  ჩატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება , Fortuna Holdings BV-სთან, 200000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში, რომელიც არ მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს.

2. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების 100%-ის გადახდა საკუთარი სახსრებიდან, ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლისათვის, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                     ი . ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2015.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 19.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №599. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018871.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ“, №599, 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018871 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2795916/