თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - შპს "ორიონი" -ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/12584-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/12584-11

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2015 წლ ის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ განიხილა შპს ,,ორიონის’’კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,ორიონის’’მიმართ.

 

შპს ,,ორიონი”-ს კრედიტორთა პირველ კრებაზე შემოწმდა წარმოდგენილი მოთხოვნები, შედგა კრედიტორთა რეესტრი და შეიქმნა მომრიგებელი საბჭო. 2012 წლის 28 მაისს შპს ,,ორიონი”-ს მომრიგებელმა საბჭომ წარმოადგინა 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საწარმოს რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. 2012 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით დაინიშნა რეაბილიტაციის  მმართველი და რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადა განისაზღვრა 60 დღით.

 

2012 წლის 30 აგვისტოს შპს ,,ორიონის’’რეაბილიტაციის მმართველმა და მომრიგებელმა საბჭომ სასამართლოში წარმოადგინა შპს ,,ორიონის’’რეაბილიტაციის გეგმა.

 

2015 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართა შპს ,,ორიონის’’ რეაბილიტაციის მმართველმა და მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1) ინვესტორის შემოთავაზების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. 2) შპს ,,ორიონის’’ ქონებაზე არსებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების და კომპანიის მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის საკითხის განხილვა.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნ ე ს კრედიტორთა კრება 2015 წლის 01 აპრილს 14:00 საათზე, ხოლო 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე და 29-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.    მოწვეული იქნ ე ს შპს ..ორიონი’’-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრება 2015 წლის 01 აპრილს 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №20) შემდეგი დღის წესრიგით: 1) ინვესტორის შემოთავაზების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. 2) შპს ,,ორიონის’’ ქონებაზე არსებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების და კომპანიის მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის საკითხის განხილვა.

2.    განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლო დაფაზე.

3.    გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

         

მოსამართლე                                                                                 ეკატერინე ცისკარიძე