ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.04.2015
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016227
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.04.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| N | გაცემის თარიღი |
| სანებართვო მოწმობის N | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოწმობის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2015 წლის 1 აპრილი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი’’-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, 61–ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის VI და VII თავების, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 პუნქტის ,,შ’’ ქვეპუნქტისა და №2 დანართის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (თანახმად №1 დანართისა).
2.
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ტიპიური ფორმა (თანახმად №2 დანართისა).
3.
დამტკიცდეს უწყებრივი სანებართო რეესტრის ტიპიური ფორმა (თანახმად №3 დანართისა).
4.
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმა (თანახმად №4 დანართისა).
5.
დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ტიპიური ფორმა (თანახმად №5 დანართისა).
6.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 სექტემბრის №34 დადგენილება.
7.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗
აღნიშნული წესი შემუშავებულია ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა (შემდგომში - „დადგენილება“) და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების (შემდგომი - „ბრძანება“) საფუძველზე.
მუხლი 2🔗
1.
პოლიგრაფიული საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის მშენებლობის სანებართვო მოწყობის ფორმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
2.
პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ფორმის –მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის ჩაბარების უფლება აქვს საამისოდ მინდობილობით აღჭურვილ პირს.
3.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმებს მიღება ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოდ დაცულ სათავსში.
მუხლი 3🔗
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი დადგენილების შესაბამისად ავსებს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმას და დასამტკიცებლად წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს.
2.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა გაიცემა მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერების შემდეგ.
მუხლი 4🔗
1.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის მიღება,აღრიცხვა შენახვა და გაცემა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.
2.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი,აკინძული ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული.
3.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება – ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი სანებართვო მოწმობის ფორმას თან ურთავს ახსნა განმარტებით ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.
5.
გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
გ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;
6.
გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ბრძანების, დადგენილების და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს საქართველო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
მშენებლობის სანებართვო მოწმობა N -------
1. ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი:
__________________________________________________________________________________
2. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი:
_____________________________________________________________
3. ნებართვის მფლობელი (საიდენტიფიკაციო მონაცემები):
_______________________________________________________________________
4.მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი:
____________________________________________________________________
5. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა:
____________________________________________________________________
6. მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი:
_____________________________________________________
7. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. შენობა-ნაგებობის კლასი: ______________________________________________________________________________________
10. შენობა–ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები
მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:
ა) აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დაცვით;
გ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე;
დ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით;
ე) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500მ2–მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ–მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა);
ვ) უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო–კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ზ) ახალი მშენებლობისა და შენობა–ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან ––––––––––––––– ვადაში შენობა–ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ვარგისად აღიარებისათვის.
ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს კანონით, `პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
11.მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი: ___________________________________________________
____________________________________________________________________________________________________
12. საექსპერტო ორგანოს დასკვნა (კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში):
_____________________________________________________________________________________________________
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე
_________________________ _________________________________________
ხელმოწერა სახელი, გვარი
ბ. ა.
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
დანართი №3
უწყებრივი სანებართვო რეესტრი
N
სანებართვო მოწმობის №
ნებართვის გაცემის თარიღი
ნებართვის ცვლილებების თარიღი
ნებართვის გაუქმების თარიღი
ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი
მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე - ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის);
მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე - ფიზიკური პირისათვის
ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
ინფორმაცია ნებართვის მფლობელის მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ
დანართი №4
მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
სანებართვო მოწმობის მიმღები პირი
სანებართვო მოწმობის შემდგენელი პირი
N
გაცემის თარიღი
სანებართვო მოწმობის N
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
შედგენილი სანებართვო მოწმობის #N
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
დანართი №5
გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტი N
ქ. ოზურგეთი ____ ___________ 20__ წელი
სანებართვო მოწმობის N
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
მშენებლობის სანებართვო მოწმობის
შემდგენელი პირი - --------------------------------------
მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი -----------------------------