სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2015 წლის 3 აპრილი ქ. სენაკი |
დამტკიცდეს თანდართული სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი
1. სასაფლაო - სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და რომელიც იმართება კანონმდებლობის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით.
2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია - სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლას, მმართველობას და მომსახურეობას.
3. კერძო სასაფლაო - ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად.
4. საფლავი - სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე.
5.საგვარეულო (საოჯახო) საფლავი - საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების, მათი თანხმობით ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად.
6. სამარე - მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად.
7. სამარხი - საფლავის შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი.
8. ჭირისუფალი - გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია დაკრძალვის ცერემონიის განხორციელებაზე და იხდის მომსახურეობის საფასურს.
9. სარიტუალო საქმიანობა - ყველა სახის მომსახურეობა დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარულ მომსახურეობასთან.
10. საფლავის მომსახურეობა - მომსახურეობა, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია.
11. დაკრძალვა - გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება წესების ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად.
12. ძეგლი (საფლავის ქვა) - სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან სხვა მასალისაგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ. რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად.
13. გადასვენება - გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და იმავე სამარეში ან სხვა სასაფლაოზე დაკრძალვა.
14. სასაფლაოს დახურვა - საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე არ ხდება ახალი საფლავების გამოყოფა.
15. სასაფლაოს გაუქმება - საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი დაკრძალვა.
2. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით განკარგულების ფორმით იღებს საკრებულო.
3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) წყალმომარაგების სათავეებთან, სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში;
ბ) მდინარეების ხელოვნური და ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;
გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.
4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;
ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობების შემთხვევაში;
გ) გრუნტული წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან.
2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ისე უკვე არსებული სასაფლაოები.
2. დაინტერესებული პირის მიერ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციისათვის მიმართვის შემთხვევაში, თუკი მას სურს წინასწარ რამდენიმე საფლავის გამოყოფა იმ მიზნით, რომ იქონიოს საგვარეულო (საოჯახო) საფლავი, ან ჭირისუფალს, რომელსაც უკვე გამოეყო მიცვალებულის დასაკრძალავად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე კუთვნილი სამარე, მაგრამ საგვარეულო საფლავის მოსაწყობად ითხოვს დამატებით სამარეებს, მაშინ დამატებით სამარის გაცემა ფასიანია და იგი გაიცემა საკრებულოს მიერ დადგენილი შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე. საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საფლავის გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
3. სასაფალოების მმართველი ორგანიზაციის მიერ გაწეული სასაფლაო მომსახურეობის სახეობები და საფასურები, ასევე მისი გადახდისაგან განთავისუფლებისა და შეღავათების გაწევის წესი განისაზღვრება საკრებულოს სამართლებრივი აქტით.
4. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ სასაფალოების მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის ჭირისუფალზე (მათგან დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის ნომრის მითითებით.
2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურეობა:
ა) სასაფლაოებზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა;
ბ) სასაფლაოზე გამოყოფილი სამარის გათხრა და ამოვსება;
გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;
დ) ახალ გახსნილ სასაფლაოზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება (სარეგისტრაციო ფირფიტაზე სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფის და მათი რიგითობის შესახებ ინფორმაცია);
ე) სასაფლაოს გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;
ვ) დაინტერესებული პირებისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შესაბამისი მომსახურეობის გაწევა;
ზ) სხვა მომსახურეობა საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურეობის გაწევისას ვალდებულია დაიცვას შესაბამისი ნორმები, რელიგიური წეს-ჩვეულებები და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები, ასევე იგი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.
4. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) რეგისტრაციის უკანასკნელი ადგილი;
გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;
დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას.
5. სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს დადგენილი წესით:
ა) საფლავის მოვლა-პატრონობაზე დაინტერესებულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი რათა მოაწყოს საფლავი, ძეგლი და სხვა, წესრიგში იქონიოს და მოუაროს აღნიშნულ სასაფლაოს;
ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობა;
გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთების სამუშაოების საფლავის ძეგლების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები და სხვა;
დ) საკრებულოზე განსახილველად სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინოს წინადადებები სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო ახალი სახეების, მათი საფასურის და ოდენობის შესახებ.
6. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ა) ბალახის, ბუჩქების, ხეების გაკრეჭვას და მორთვას;
ბ) წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანას;
გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურეობას;
დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და სხვა თანხების გადახდას;
ე) მიცვალებულის ნეშტის დაკრძალისათვის საჭირო მომსახურება;
ვ) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას და სხვა.
2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს საფლავის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასაფლაოს ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.
2. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;
ბ) გასასვლელებისა და ფეხის სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;
გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი:
დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები: საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, დაკრძალვის წინ ცხედარის დასასვენებლად განკუთვნილი სპეციალური შენობა, ასევე სამოქალაქო პანაშვიდი და ა.შ.
ე) სასაფლაოს გამწვანება, პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება დეკორატიული ნარგავების დარგვა;
ვ) სასაფლაოს შესასვლელში საავტომობილო სადგომის მოწყობა.
3. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება შესაბამისი სამსახურის მიერ, ან სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურეობის შესყიდვით.
4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილი უნდა იქნეს 3 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია (3X4) ანუ ზღვრულ ნორმად მიჩნეულ იქნეს 12 კვ.მ. სამარისათვის გამოყოფილი 1 კვ.მ. მიწის ფართობზე სასაფლაო მომსახურების საფასური განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით. ზღვრული ნორმის - 12 კვ.მ-ზე ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე 15 (თხუთმეტი) ლარი. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალავად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნას 3 კვ.მეტრი და იგი გაიცეს საფასურის გადახდის გარეშე, უსასყიდლოდ. მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა აიკრძალოს. ომის ვეტერანებს და მასთან გათანაბრებულ პირებს, დევნილებს და სოცილაურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 70 000-მდე ქულის მქონე ოჯახებს, მხოლოდ 2 ადგილიანი საფლავის გამოყოფისას, დაუწესდეს შეღავათი 50% ფასდაკლებით. იმ შემთხვევაში თუ დევნილი ითხოვს წინასწარ საოჯახო საფლავის გამოყოფას ამ შემთხვევაში შეღავათი არ ვრცელდება. არსებულ საფლავზე მიცვალებულის დაკრძალვის რეგისტრაციის მომსახურების საფასური განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0.8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის 0.5 მეტრზე ნაკლები. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (სოფლებში) არსებულ სასაფლაოზე მიცვალებულის დასაკრძალავად მიწის ფართობი გაიცეს საფასურის გადახდის გარეშე.
5. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატის პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვლილ ბავშთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას სამარე შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.
6. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავს ზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.
7. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი ხორციელდება კუბოთი უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დამზადებული კუბოთი ან სპეციალურ სუდარაში.
8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში (უქმი დღეების ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით) გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. უკანასკნელ შემთხვევაში ჭირისუფალი ვალდებულია ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა.
9. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას მიაწოდოს გარდაცვალების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;
გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;
დ) გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი (ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართვებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს პირის გარდაცვალების ფაქტს) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
10. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფალთან და სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმებით.
ა) ორი სამარის მქონე მეუღლეების დაკრძალვისათვის;
ბ) რამდენიმე სამარის მქონე საგვარეულო საფლავის მოწყობისათვის;
გ) ერთი, ორი ან მეტი სამარის მქონე ცალკეული საფლავის მოწყობისათვის;
2. საფლავები, როგორც წესი, შეიძლება იყოს არა უმეტეს ექვსი სამარე, გამონაკლისი შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით.
3. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს. თუ გარდაცვლილის მეუღლე არ არის მანამდე გარდაცვლილი, ან გარდაცვლილი არ არის ქორწინებაში.
4. ცხედრის კონკრეტულ დაკრძალვასთან ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყეტილება შეიძლება მიიღონ:
ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში ანდერძით, ხელშეკრულებით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა;
ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;
გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);
დ) გარდაცვლილის მშობლებმა;
ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა;
ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კანონმდებობით დადგენილი წესით.
6. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებით სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე სექტორი.
7. სამარის გათხრის უფლება აქვს ჭირისუფალს ან სურვილის შემთხვევაში სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას, საკრებულოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მომსახურეობის საფასურის გადახდის საფუძველზე.
2. სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია საფლავების გამოყოფა, საკრებულო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს გაუქმებაზე.
სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი
დანართი სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი მუხლი 1. რეგულირების სფერო