სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2015 წლის 3 აპრილი ქ. სენაკი |
დამტკიცდეს თანდართული სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესი.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №46 დადგენილება.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესი
2. წესის მიღების მიზანია სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის მოწესრიგება.
3. წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) გეოგრაფიული ობიექტი - სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მოედანი, პროსპექტი, გამზირის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობა სხვა მსგავსი ობიექტი;
ბ) ნუმერაცია - დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით გეოგრაფიული ობიექტების, აგრეთვე მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომრვა არსებული ციფრების, ქართული ანბანის ან/და ინდექსების მეშვეობით;
გ) ბინა მრავალბინიან სახლში - ინდივიდუალური საკუთრების საგანი მრავალბინიან სახლში, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი მ/შ კომერციული მიზნებისათვის);
დ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია;
ე) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის;
ვ) ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
ზ) ნუმერაციაზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფი - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საკითხს და გამოსცემს დასკვნას სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის შესახებ.
ა) ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გატარება;
ბ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქში ორიენტირებისთვის ხელშეწყობა;
გ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა;
დ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
ა) ნუმერაციის არარსებობა;
ბ) არსებულ დოკუმენტაციაში ობიექტისთვის მინიჭებული ნორმების აღრევა;
გ) ბინის გაყოფა;
დ) ბინების შეერთება;
ე) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნუმერაციის საჭიროება ან არსებულის შეცვლა.
2. გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
3. გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაციის შესახებ ინიციატივა (განცხადება, მომართვა, საჩივარი და ა.შ.) წარედგინება „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას“.
4. გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაციის შესახებ საკრებულოში წარმოდგენილ ინიციატივას უნდა ერთვოდეს:
ა) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა);
ბ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სხვა დოკუმენტაცია.
5. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციაზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს კომისიას წარუდგინოს ნუმერაციის შესახებ დასკვნა.
6. ნუმერაციის შესახებ ინიციატივას განიხილავს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია“, რომელიც ერთი თვის ვადაში საკრებულოს ბიუროს წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე. საკითხის სირთულის მიხედვით განხილვის პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს დაინტერესებულ პირთან ან/და ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებით.
7. საკრებულოს განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნებათ:
ა) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
ბ) საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოს სენაკის რაიონულ სამსახურს;
გ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სენაკის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.
8. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან პერიოდულად მიაწოდონ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას ინფორმაცია ან/და წინადადება მათდამი რწმუნებულ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში ობიექტების ნუმერაციის შესახებ.