სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2015 წლის 6 აპრილი ქ. დედოფლისწყარო |
|
დ) კერძო საკუთრება - საკუთრების უფლება, რომელიც ეკუთვნის ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, საკუთრების უფლების დამდგენი შესაბამისი საბუთის ან სხვა იურიდიული ფაქტის საფუძველზე;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი - 2014 წლის 05 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
ვ) მიწის ნაკვეთი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;ზ) დაინტერესებული პირი - ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა იმავე მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით, გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), რომელიც უნდა შეიცავდეს განკარგულებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს: მონაცემებს მიწის ნაკვეთის კატეგორიის, ადგილმდებარეობისა და ფართობის შესახებ. ბრძანებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
3. გამგებლის ბრძანება, შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონულ ვერსიებთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, საკუთარი უფლების დასაცავად მიმართოს უშუალოდ სასამართლოს ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთი გადაცეული იყო კერძო საკუთრებაში, გამგებელი ბათილად ცნობს ბრძანებას, შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე და ამის შესახებ აცნობებს დაინტერესებულ პირს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
4. თუ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთის ნაწილი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, გამგებელი გამოსცემს ბრძანებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციას;
5. ამ დადგენილებით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება ასევე დაინტერესებული პირის უფლებამონაცვლეზე.
2. ხელშეკრულება, კერძო და საჯარო ინტერესების სამართლიანი ბალანსის პრინციპის გათვალისწინებით, შეიძლება ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტის სახელზე არასწორად რეგისტრირებული საკუთრების უფლების ძალაში დატოვებას და დაინტერესებული პირისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა ქონების გადაცემას;
3. თუ დაინტერესებული პირისათვის საკუთრებაში გადასაცემი მიწის ნაკვეთის ან სხვა ქონების ღირებულება 50%-ზე მეტად აღემატება მოსაცვლელი მიწის ნაკვეთის ღირებულებას, ხელშეკრულების დადება დაიშვება მხოლოდ საკრებულოს თანხმობით;
4. მიწის ნაკვეთის ან სხვა ქონების ღირებულება უნდა განისაზღვროს ექსპერტის ან სპეციალისტის მიერ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.04.2015. მიმღები ორგანო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 200140020.35.169.016225.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 07.08.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №22, 06.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 200140020.35.169.016225 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2804273/