ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.04.2015
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროგრამული კოდი | პროგრამა/ქვეპროგრამა |
| წლიური გეგმა | I |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2015 წლის 7 აპრილი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი
დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2.
წესი განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1.
ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2.
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3.
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა და წინა წლების დავალიანების დაფარვა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
4.
ერთი პროგრამის ფარგლებში:
ა)
ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება, რომელიც არ აღემატება ქვეპროგრამის დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, განხორციელდეს გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მიერ გამგეობის შესაბამისი სამსახურის წერილობითი დასაბუთების საფუძველზე;
ბ)
ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება, რომელიც აღემატება ქვეპროგრამის დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს ხორციელდება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივ და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებთან შეთანხმების შემდეგ.
5.
პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილება ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ.
6.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია:
ა)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობით, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან შეთანხმებით მოამზადოს საკრებულოს დადგენილების პროექტი და დადგენილების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა);
ბ)
მოამზადოს საკრებულოს დადგენილების პროექტი და დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში, განახორციელოს 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა;
გ)
მოამზადოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ერთი პრიორიტეტის ფარგლებში (5%-მდე) ასიგნებების გადანაწილება; ასევე სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი;
დ)
განახორციელოს პროგრამებისა და ქვეპროგრამების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების განაწილება.
მუხლი 3🔗.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1.
საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, გამგეობის შესაბამისი სამსახური ან ადგილობრივი საბიუჯეტო ორგანიზაცია წერილობით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგებელს ასიგნების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მათზე ვალდებულებების აღების არ არსებობის თაობაზე.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ამზადებს შესაბამის ნორმატიული აქტის პროექტს.
3.
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ცვლილებებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
4.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართებლივი აქტის საუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5.
მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ გადანაწილების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი გამგეობის სამსახურის ან საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ, რომელთაც ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებათა გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
6.
წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი N1). ცვლილების ცნობა დგება სამ ეგზემპლარად, პირველი ცნობა რჩება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილებაში, მეორე ეგზემპლარი გადაეცემა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებას, ხოლო მესამე გადანაწილების მომთხოვნს.
7.
გეგმის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები.
8.
ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტი.
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის
გეგმის ცვლილების ცნობა N
201 წლის „---“ „ -------------------„
------------------------------------------------------------------------
(საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
-----------------------------------------------------------------------------------
(ცვლილების საფუძველი: დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
----------------------------------------------------------------------------------------------- ცვლილების შინაარსი
პროგრამული კოდი
პროგრამა/ქვეპროგრამა
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი
ცვლილების თანხა +/-
მათ შორის, კვარტალების მიხედვით
წლიური გეგმა
I
II
III
IV
დაფინანსების ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან.
2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან.
3. წინა წლების დავალიანების დაფარვა.
4. დანარჩენი ცვლილება.
საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი
პასუხისმგებელი შემსრულებელი