საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და გამოსწორების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარების და სასამართლოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7-32 |
|
2015 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი |
|
2. ოქმის ბურთულიანი კალმით შედგენაზე უფლებამოსილნი არიან თანამშრომლები, რომელთა ნუსხას სამართალსუბიექტი განსაზღვრავს ბრძანებით.
2. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, თანამშრომელი უფლებამოსილია მიმართოს პოლიციას, პიროვნების დადგენის მიზნით.
2. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით თანამშრომელი უფლებამოსილია დააფიქსიროს ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ფაქტი (მათ შორის ოქმის შედგენის პროცესი). ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. თანამშრომელი, სამართალდამრღვევის ვინაობის დადგენის შემდეგ, ადგენს ოქმს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
4. თანამშრომელი ვალდებულია სამართალდამრღვევს განუმარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები, რაც აისახება ოქმში და სამართალდამრღვევი ადასტურებს შესაბამის გრაფაში ხელმოწერით;
5. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება თანამშრომელთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადგილზე, ოქმი გადაეგზავნება ფოსტის მეშვეობით.
6. ოქმში მონაცემები შეიტანება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.
7. ოქმში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და შედგენის ადგილი;
ბ) თანამშრომლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
გ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი;
დ) სამართალდამრღვევის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა), სამუშაო ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში: მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, თანამდებობა;
ე) სამართალდარღვევის შინაარსი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 150-ე მუხლი.
ვ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება.
ზ) ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა;
თ) სამართალდამრღვევის პირის ხელმოწერა;
ი) მოწმე(ები) (არსებობის შემთხვევაში): პირადობის მოწმობის ნომერი, სახელი და გვარი, ხელმოწერა, მისამართი;
კ) დაზარალებულ(ებ)ი: პირადობის მოწმობის ნომერი, სახელი და გვარი, ხელმოწერა, მისამართი;
ლ) ინფორმაცია ოქმის ასლის ჩაბარებაზე და სამართალდამრღვევის, ხელმოწერა.
8. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ოქმის შემდგენი თანამშრომლის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია მისცეს ახსნა-განმარტებები, გააკეთოს შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები, რაც შეტანილი უნდა იქნეს ოქმში. სამართალდამრღვევს გადაეცემა ოქმის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს ოქმში, რის შემდეგაც ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
9. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი თანამშრომელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირი. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმზე ხელის მოწერას, მაშინ ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი თანამშრომელი, მოწმე ან სხვა მონაწილე პირი.
10. სამართალსუბიექტი, ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. იმ შემთხვევაში თუ ვერ დგინდება სამართალდამრღვევი პირი, ან იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, რომელზეც განხორციელებულია სამართალდარღვევა ან/და სამართალდამრღვევი პირი სამართალსუბიექტის მიერ მის მიმართ გაცემული წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში არ აღმოფხვრის სამართალდარღვევას ან უარს განაცხადებს სამართალდარღვევის აღმოფხვრაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვალდებულია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოს სამართალდარღვევის აღმოფხვრა. უძრავი ქონების მესაკუთრის ან/და სამართალდამრღვევი პირის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დარღვევის აღმოფხვრაზე უარად განიხილება შესაბამის წერილობით გაფრთხილებაზე პასუხის სამართალსუბიექტისათვის წარუდგენლობა.
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და მათი საფასურის განმსაზღვრელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური სამართალდამრღვევ პირს დააკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-401 მუხლით გათვალისწინებული წესით.