ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (16)
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2015 წლის 7 აპრილი დ. ადიგენი |
|
2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.
3. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურებისათვის.
4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით. 2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს: ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით; ბ) ხაზობრივი ნაგებობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ბ. ა) გაზსადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზები-ერთ გრძივ მეტრზე 0,8 ლარი; ბ. ბ) წყალარინები- 0,8 ლარი; გ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადასახადისგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გათავისუფლდნენ ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადასახადისგან. 3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანა) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს : ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში: ა. ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 500 (ხუთასი) ლარი; ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 300 (სამასი) ლარი; ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში - 200 (ორასი) ლარი; ბ. IVკლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში; ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი; ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 1000 (ერთი ათასი) ლარი; ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში - 700 (შვიდასი) ლარი. 4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს: ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარის ოდენობით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. ბ) დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონით მიღებულზე (დადგენილზე).
|
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. დასუფთავების წესების დარღვევისას გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
5. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაიცული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისათვის და იურიდიული პირებისათის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის(მომსახურების), მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სიდიდეების კომბინაციებიც.
3. ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების დამადასტურებელი საბანკო ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ერთიანად ამხანაგობის სახელზე, ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება ამ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ.
8. მოსაკრებლის გადახდის საბანკო დოკუმენტი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. მისი დაკარგვისას აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური სახაზინო მონაცემებზე დაყრდნობით.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა და აღნიშნულის შესახებ სავალდებულოა აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.