📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2015
ძალაში შესვლა 20.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №164
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018549
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2015
matsne.gov.ge 290 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2015 მიღება
20.04.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 05.06.2025 საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 08.04.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 29.11.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 11.11.2016 ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 11.11.2020

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №164 2015 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმ­წი­ფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკური ცენტრი „დელტა“ (შემდგომ­ში ‑ ცე­ნ­ტრი). 2. ცენტრის უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულე­ბით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 3. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 4.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ: ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 5. ამ დადგენილების საფუძველზე, ცენტრის დებულების ამოქმედებამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სა­ჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სახელმწიფო სამხედრო სამეც­ნიე­რო‑ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით. 6. ცენტრი ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სის­ტე­მაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ უფლებამონაცვლედ. მუხლი 2🔗 საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულების დამტკიცება, რომლის სახელმწიფო კონტროლსაც დაექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა“. მუხლი 3🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №217 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 20 აპრილიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი