საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№160
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018545
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 6 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (6)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №160

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №212 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“.

2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №213 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“.

3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №214 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“.

4. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №215 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინსტიტუტ „ოპტიკას“ დაფუძნების შესახებ“.

5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №216 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“.

6. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №218 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 (სამი) თვის ვადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებების დამტკიცება.
მუხლი 3
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღებამდე, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა იხელმძღვანელონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 20 აპრილიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
„საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 08.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №160. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.018545.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 6 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №160, 08.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018545 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2808992/