საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.03.2014 ძალადაკარგული 08.04.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№212
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017832
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2014 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თა­ო­ბაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1016-Iს) საქართველოს კა­ნონის მე-2 მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირის - სა­ხე­ლმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შე­მავალი მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტი­ტუ­ტის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მი­კრო და ნანო ელექტრონიკის ინს­ტი­ტუტი (შემდგომში ‑ ინს­ტიტუ­ტი).

2. ინსტიტუტის უფლებამოსილება განისაზღვრება ინსტიტუტის დე­ბუ­ლებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვი­თარების მინისტრი.

3. ინსტიტუტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების მი­ნისტრი.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტრომ:

ა) განახორციელოს ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებული კა­ნონმ­დებ­ლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ამ დადგენილების საფუძველზე, ინსტიტუტის დებულების ამოქ­მე­დე­ბამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამ­ხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალმა - მიკრო და ნა­ნო ელექტრონიკის ინსტიტუტმა იხელმძღვანელოს ამ დად­გე­ნილების ამოქმე­დე­ბამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონ­დით.

6. ინსტიტუტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალი მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტის უფ­ლებამონაცვლედ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი