საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.03.2014 ძალადაკარგული 08.04.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№216
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017836
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება  №216

2014 წლის 10 მარტი

   ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1016-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალი სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი  (შემდგომში ‑ ინსტიტუტი).

2. ინსტიტუტის უფლებამოსილება განისაზღვრება ინსტიტუტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

3. ინსტიტუტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ამ დადგენილების საფუძველზე, ინსტიტუტის დებულების ამოქმედებამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალმა სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტმა იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით.

6. ინსტიტუტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალი სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.04.2015.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 10.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №216. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.017836.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.04.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“, №216, 10.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017836 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2273874/