„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №260 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №62 |
|
2015 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №260 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2013, 310050020.54.066.016057) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის: ა) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. დამსაქმებელი საწარმოს ლიკვიდაციის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაუქმების, პირის სამუშაოდან გათავისუფლების ან სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში, საშვის გაუქმების მიზნით, ავიასაწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს საშვის გამცემ ორგანოს პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და ჩააბაროს საშვი მის გამცემს საშვის გაუქმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სააგენტოს თანამშრომელი, თანამდებობის შეცვლის/სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნოს საშვი სააგენტოს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საშვების უწყებრივ რეესტრში (შემდგომ - რეესტრი)“.
ბ) 30-ე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის, აეროდრომზე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქტაჟის ჩამტარებლის სახელი, გვარი, ინსტრუქტაჟის ჩატარების თარიღი“.
2. დანართი №1-ის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დანართი №1-ის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაცემული პიროვნების მუდმივი საშვები ძალაშია საშვების ვადის ამოწურვამდე. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|