სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების იურიდიული პირებისათვის თხოვების უფლებით გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №663
2015 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების იურიდიული პირებისათვის თხოვების უფლებით გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს, თხოვების უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 31 (ოცდათერთმეტი) დეკემბრის ჩათვლით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული მოძრავი ქონება.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი