საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.05.2015 ძალადაკარგული 08.11.2021
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №17

2015  წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები‘‘. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ლოლაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი).

2. სამუშაო გამოცდილება:

ა) შესაბამის სფეროში, არანაკლებ 5 წელი;

ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე, არანაკლებ 3 წელი.

3. სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ‘‘;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ‘‘;

ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ‘‘;

ი) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება;

კ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება;

ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

მ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის  №1 ბრძანება;

ნ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №MOD 7 14 0000 1575 ბრძანებით დამტკიცებული „კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა“;

ო) ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, თავდაცვის მინისტრის ხედვა) ცოდნა.

5. ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური);

6. კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.