სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბალანსზე რიცხული იმ ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულებით“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.04.2015 ბოლო ცვლილება 31.08.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№177
სარეგისტრაციო კოდი
040110040.10.003.018562
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)
1
„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბალანსზე რიცხული იმ ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
31.08.2022
2

18.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2015 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბალანსზე რიცხული იმ ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულებით“
მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბალანსზე რიცხული იმ ქონების (შემდგომში - ქონება) ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის წესი, რომელიც არ ექვემდებარება ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას  საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულებით“.
მუხლი 2
ამ დადგენილების მიზნებისათვის:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას განეკუთვნება:

ა.ა)  შენობა-ნაგებობები, თუ  ამ შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია, შეკეთება, ექსპლუატაცია ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მიზანშეუწონელია და მათი დემონტაჟი განპირობებულია სამხედრო ინფრასტრუქტურის  განვითარებისთვის;

ა.ბ) შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა ან მათი შემადგენელი ნაწილი, თუ მათში მოთავსებულია საბრძოლო მოქმედებებში ან სამხედრო სასწავლო წვრთნებში/სწავლებებში  მტყუნება მიცემული საბრძოლო მასალები და რომელთა შენახვა მომეტებული საფრთხის შემცველია, ხოლო მისი განმუხტვა/გაუვნებელყოფა შეუძლებელია ამ შეიარაღებასთან, სამხედრო ტექნიკასთან ან მათ შემადგენელ ნაწილთან ერთად აფეთქების გარეშე;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას განეკუთვნება შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა ან მათი შემადგენელი ნაწილი, თუ მათში მოთავსებულია საბრძოლო მოქმედებებში ან სამხედრო სასწავლო წვრთნებში/სწავლებებში  მტყუნება მიცემული საბრძოლო მასალები და რომელთა შენახვა მომეტებული საფრთხის შემცველია, ხოლო მისი განმუხტვა/გაუვნებელყოფა შეუძლებელია ამ შეიარაღებასთან, სამხედრო ტექნიკასთან ან მათ შემადგენელ ნაწილთან ერთად აფეთქების გარეშე.

მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონება ჩამოიწერება და მოიხსნება აღრიცხვიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში - გენერალური შტაბი) უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ ამ ქონების ამ დადგენილების  მე-2 მუხლთან  შესაბამისობა დგინდება გენერალური შტაბის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის,  შესაბამისი კომისიის ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონება ჩამოიწერება და მოიხსნება აღრიცხვიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის   გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ ამ ქონების ამ დადგენილების მე-2 მუხლთან შესაბამისობა დგინდება ამ სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის,  შესაბამისი კომისიის ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნით.

მუხლი 4
ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში:

ა) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის ან მათი შემადგენელი ნაწილის განმუხტვა/გაუვნებელყოფისათვის აუცილებელია შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს ცნობა, რომ ქონებაზე არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები, ხოლო ასეთი მოქმედებების მიმდინარეობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს თანხმობა;

ბ) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის ან მათი შემადგენელი ნაწილის განმუხტვა/გაუვნებელყოფის საჭიროებისას ხორციელდება ამ შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის დაშლა (განკომპლექტება), ხოლო დაშლის/განკომპლექტების შედეგად მიღებულ ქონებაზე ან შემადგენელ ნაწილზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულება“.

მუხლი 5
ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულება“.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

მუხლი 6🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი