ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2015 წლის 24 აპრილი ქ. ვანი |
|
პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულება
2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა.
3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. კონკურსის სამუშაო ენაა ქართული.
4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ ორი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში.
5. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;
ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).
6. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციას იძლევა კონკურსის კოორდინატორი - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ ხუთი წევრით (მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და/ან მოწვეული სპეციალისტი ან სხვა მოქალაქე).
3. კომისიას შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი. კომისიას ჰყავს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, რომელთაც ირჩევს კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ ისტორიკოსები ან სხვა სპეციალისტები, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.
5. კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვას.
6. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, მოწვეული პირები ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
7. კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტის გათვალისწინებით და კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ნორმებით.
8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.
9. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს დახურულიც, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვება ოქმს.
11. კონკურსის შედეგების მიხედვით კომისია აცხადებს გამარჯვებული ესკიზის პროექტს ან გამოაქვს გადაწყვეტილება ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ.
12. კონკურსის მონაწილეებს 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობებათ კომისიის მიერ მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.
13. გამოცხადებული კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად თუ კომისიამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული ესკიზის პროექტი.
2. განცხადება კონკურსის შესახებ ქვეყნდება ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით.
3. განცხადება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ესკიზის პროექტისათვის წაყენებული ძირითადი ჰერალდიკური მოთხოვნები (ესკიზი, შესაბამისი ბლაზონი);
ბ) გამარჯვებული პროექტის ჯილდოს ოდენობა;
გ) წარდგენის ვადა;
დ) საკონკურსო კომისიის მისამართი.
4. კონკურსის პროცედურის დაწყება შესაძლებელია არა უადრეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ქალაქი ვანი, თავისუფლების ქ. N65) წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.
3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
2. ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
3. ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.
ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;
გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ვანი “.