თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
1. საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული ან გაუქმებული სერტიფიკატით პარაპლანით ფრენის ოპერირება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთი წლის განმავლობაში მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 04.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.06.2023 კანონი №3270
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება