1. მფრინავმა ფრენის კატეგორია შეიძლება მიიღოს ორ შემთხვევაში:
ა) თუ წარმატებით გაივლის საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას;
ა.ა) მფრინავს საგამოცდო წესით შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი ქვეკატეგორიები: PGS(RS), PGS(TS), PGS (CC), PGT(T) PPGS(A), PPGT(A);
ა.ბ) საგამოცდო წესით მფრინავისთვის კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მინიჭებისას საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) სარეკომენდაციო საკვალიფიკაციო მოთხოვნებით – „CIVL SafePro Para მიღებული 2021 წლის 1 მაისს“;
ბ) თუ საგამოცდო და აღიარების კომისია აღიარებს მფრინავის მიერ წარდგენილ სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ.ა) მფრინავს აღიარების წესით შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი ქვეკატეგორიები: PGS(RS), PGS(TS), PGS (CC), PGT(T) PPGS(A,B,C), PPGT(A,B,C), ACRO (A,B,C), T&F(I, FD);
ბ.ბ) მფრინავის კატეგორიისა და ქვეკატეგორიების აღიარების პროცესში საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) სარეკომენდაციო საკვალიფიკაციო მოთხოვნებით – „CIVL SafePro Para მიღებული 2021 წლის 1 მაისს“.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ დასტურდება საჭირო საერთო საფრენი გამოცდილება, მფრინავს კატეგორია ენიჭება 1 (ერთი) წლის ვადით.
შენიშვნა: პარაპლანის მფრინავის სასწავლო კურსის სილაბუსი მოცემულია ამ წესის № 4 დანართშ