1. სერტიფიცირებულ საფრენ ადგილზე საფრენად დაიშვება მხოლოდ ის მფრინავი, რომელსაც აქვს ფრენის შესაბამისი კატეგორია.
2. ფრენის კატეგორიებია:
ა) ერთადგილიანი პარაპლანის მართვისთვის – PGS Single;
ბ) ორადგილიანი პარაპლანის მართვისთვის – PGT Tandem;
გ) ერთადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისთვის – PPGS Single;
დ) ორადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისთვის – PPGT Tandem;
ე) საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენების ხელმძღვანელი – T&FD.
3. კომერციული ფრენების განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ PGT Tandem და PPGT Tandem კატეგორიის პარაპლანის მართვის უფლების მქონე მფრინავებს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კატეგორიები იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ა) PGS Single-ის კატეგორია მოიცავს შემდეგ ქვეკატეგორიებს:
ა.ა) S (Student) – საბაზისო კურსდამთავრებული მფრინავი, რომელსაც გააჩნია სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი;
ა.ბ) RS (Ridge Soaring) – მფრინავი ფერდთან დინამიკურ ნაკადში ფრენის უნარით;
ა.გ) TS (Thermal Soaring) – მფრინავი თერმულ ნაკადებში ფრენის უნარით;
ა.დ) CC (Cross Country) – მფრინავი, მინიმუმ, 30-კილომეტრიანი სამარშრუტო ფრენის უნარით.
ბ) PGT Tandem-ის კატეგორია მოიცავს შემდეგ ქვეკატეგორიებს:
ბ.ა) A(Assistant) – მფრინავი, რომელსაც გააჩნია სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი, PGS Single-ის კატეგორიაში RS ქვეკატეგორია და სურს მფრინავის Tandem კატეგორიის მიღება;
ბ.ბ) T – (Tandem) – მფრინავი, რომელსაც აქვს PGS Single-ის კატეგორიაში მინიმუმ TS ქვეკატეგორია და, მინიმუმ, 300 საათი საერთო საფრენი გამოცდილება;
გ) კატეგორია PPGS Single მოიცავს A, B და C ქვეკატეგორიებს. ეს ქვეკატეგორიები მფრინავს მიენიჭება ერთადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისას გამოვლენილი უნარის შესაბამისად. ამ უნარების შეფასებისას კომისია ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით;
დ) კატეგორია PPGT Tandem მოიცავს A, B და C ქვეკატეგორიებს. ეს ქვეკატეგორიები მფრინავს მიენიჭება ორადგილიანი ძრავიანი პარაპლანის მართვისას გამოვლენილი უნარის შესაბამისად. ამ უნარების შეფასებისას კომისია ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით;
ე) კატეგორიები IA, I&FD მოიცავს შემდეგ ქვეკატეგორიებს:
ე.ა ) Instructor Assistant (IA) - მფრინავი, რომელსაც PGS Single კატეგორიაში აქვს TS ქვეკატეგორია, PGT Tandem კატეგორიაში აქვს T ქვეკატეგორია და გააჩნია სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;
ე.ბ) Instructor (I) – მფრინავი, რომელსაც PGS Single კატეგორიაში აქვს CC ქვეკატეგორია, PGT Tandem კატეგორიაში აქვს T ქვეკატეგორია და 500 საათი საერთო საფრენი გამოცდილება;
ე.გ) Flight Director (FD) – ინსტრუქტორის კომპეტენციის მქონე მფრინავი.
5. მფრინავი ვალდებულია, ფრენისას იხელმძღვანელოს ამ წესის №2 დანართში გათვალისწინებული ფრენების წარმოების ზოგადი წესები