1. პარაპლანით კომერციული ფრენა მხოლოდ სერტიფიცირებულ საფრენად ვარგის ადგილზე არის შესაძლებელი.
2. საფრენად ვარგის ადგილზე პარაპლანით ფრენებს ოპერირებას უწევს ოპერატორი.
3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიმართოს უფლებამოსილ პირს საფრენი ადგილის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნით, თუ იგი აკმაყოფილებს წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს.
4. საფრენ ადგილთან დაკავშირებული ამ წესის მოთხოვნების ჯეროვნად დაცვას აკონტროლებს უფლებამოსილი პირი საფრენი ადგილის გეგმური ან/და არაგეგმური შემოწმების გზით.
5. პარაპლანით საწვრთნელ-სავარჯიშო და არაკომერციული ფრენები შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით;
ბ) მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში;
გ) მფრინავის მოქმედი შესაბამისი მოწმობით;
დ) ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით