1. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დადგენით დაინტერესებული ან/და საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი ვალდებულია, დაიცვას საფრენ ადგილთან დაკავშირებით ამ წესით დამტკიცებული მოთხოვნები. თუ საფრენი ადგილის მახასიათებლები არ შეესაბამება აღნიშნულ წესს, იგი უნდა მოიყვანოს ამ წესთან შესაბამისობაში.

2. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი ვალდებულია, საფრენი ადგილით სარგებლობის უფლება გადასცეს მხოლოდ ერთ ოპერატორ