1. უფლებამოსილმა პირმა უნდა განსაზღვროს იმ ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთა მიერ გაცემულ პარაპლანის მფრინავის მოწმობას აღიარებს წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. სხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარების უფლება აქვს მხოლოდ საგამოცდო და აღიარების კომისიას.
3. პირმა, რომელსაც სურს პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარება, განცხადებით უნდა მიმართოს უფლებამოსილ პირს და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სხვა ქვეყნის მიერ გაცემული პარაპლანის მფრინავის მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი), რომლის აღიარებასაც ითხოვს;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) 3x4 ზომის ფოტოსურათი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით (თუ კომპეტენცია უნდა დადასტურდეს პირველად);
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები – მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
ე) პარაპლანის მფრინავის კატეგორიის აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
4. საგამოცდო და აღიარების კომისია ვალდებულია, დარწმუნდეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ვალიდურობაში მოწმობის გამცემ ორგანიზაციასთან გადამოწმების გზით.
5. კომისიამ უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარების თაობაზე, თუ დადასტურდა მფრინავის მიერ წარმოდგენილი მოწმობის ვალიდურობა.
6. პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარება განხორციელდება:
ა) არსებული მოწმობის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა, თუ პირის ასაკი არ აღემატება 60 წელს;
ბ) არსებული მოწმობის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს ორი წლისა, თუ პირის ასაკი აღემატება 60 წელს.
7. საგამოცდო კომისიამ დაინტერესებული პირის პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარების შემთხვევაში უნდა გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში და შეიტანოს შემდეგი მონაცემები:
ა) ფოტოსურათი;
ბ) სახელი, გვარი;
გ) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პირადი ნომერი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – საერთაშორისო პასპორტის ნომერი;
დ) მოქალაქეობა;
ე) პარაპლანის მფრინავის მოწმობის ნომერი (არსებობის შემთხვევაში) და კატეგორია;
ვ) საგამოცდო და აღიარების კომისიის მიერ მიღებული აქტის ნომერი და ასლი, რომლითაც მოხდა მფრინავს ფრენის კატეგორიის აღიარება;
ზ) პარაპლანის მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადა;
თ) პარაპლანის მფრინავის მართვის უფლების სტატუსი, ხოლო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში – შეჩერების მიზეზი და ვადა.
თავი V
პარაპლანის ცალკეული ელემენტების შემოწმების წე