1.  სადაზღვევო პოლისი, ორადგილიანი პარაპლანით ფრენის შემთხვევაში უნდა ფარავდეს მგზავრისა და მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას, ხოლო ერთადგილიანი პარაპლანით ფრენის შემთხვევაში – მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას.

2. ერთადგილიანი (SOLO) პარაპლანისთვის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ლიმიტი შეადგენს არანაკლებ 50 000 ლარს.

3. ორადგილიანი (TANDEM) პარაპლანისთვის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის და მგზავრების პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ლიმიტი შეადგენს არანაკლებ 50 000 ლარ