თავი VI — პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირი
1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას, თავისივე ფორმირებული კომისიების მეშვეობით, ახორციელებს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს კომისიების მიერ მიღებული დასკვნით.
3. ამ მუხლით განსაზღვრული იურიდიული პირის უფლებამოსილება, მათ შორის მის მიერ გადაწყვეტილების მიღების, შესაბამისი კომისიების ფორმირების წესი და მათი ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით