1. საგამოცდო პროცესს მართავს უფლებამოსილი პირის მიერ შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისია.
2. საგამოცდო პროცესი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან.
3. გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც გააჩნია სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი.
4. თეორიული ნაწილი მოიცავს შემდეგ საგნებს:
ა) ზოგადი მეტეოროლოგია;
ბ) ზოგადი აეროდინამიკა;
გ) საჰაერო სამართალი;
დ) პარაპლანით ფრენისას უსაფრთხოების ზოგადი წესები და ნორმები;
ე) პარაპლანის ფრთების ტექნიკური რეგლამენტები და სპეციფიკაციები.
5. თეორიული გამოცდისთვის საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა შეადგინოს, სულ ცოტა, 100 სპეციალური ტესტი ოთხი სავარაუდო პასუხით. კითხვები უნდა მომზადდეს მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი თეორიული საგნებიდან.
6. გამოცდაზე პირმა უნდა უპასუხოს 20 კითხვას, რომლებიც უნდა მოიცავდეს თითოეული თეორიული საკითხიდან ოთხ კითხვას. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ პირმა დადებითად უპასუხა ტესტის 80%-ს მაინც.
7. პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს გამოცდის თეორიულ ნაწილს, დაიშვება პრაქტიკულ გამოცდაზე. პრაქტიკული გამოცდის პროცედურა და საკითხები განსაზღვრულია წინამდებარე წესის №3 დანართში.
8. მფრინავის კატეგორიის მიღების მსურველმა პირმა უფლებამოსილ პირს უნდა მიმართოს გამოცდაზე დაშვების განცხადებით.
9. მფრინავის კატეგორიის მიღებით დაინტერესებულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა, რომელიც გაცემულია „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანების შესაბამისად, რომლითაც დასტურდება პირის მიერ პარაპლანის მართვის (ფრენის) ფიზიკური შესაძლებლობა. ასევე, პირმა უნდა წარმოადგინოს ენდოკრინოლოგის მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომლითაც დასტურდება, რომ პირი ჯანმრთელია, ან არაინსულინდამოკიდებულია და სისხლში შაქრის შემცველობა კონტროლირებადია;
გ) 3x4 ზომის ფოტოსურათის ელექტრონული და ორი ცალი ბეჭდვითი ვერსია;
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი სისხლის ჯგუფისა და რეზუსის მითითებით;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
ვ) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ;
ზ) გამოცდაზე დაშვების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
10. თუ პირმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, უფლებამოსილმა პირმა უნდა გასცეს პარაპლანის მფრინავის მოწმობა კატეგორიის მითითებით. ასევე, გააკეთოს ჩანაწერი შესაბამის ელექტრონულ რეესტრში.
11. პარაპლანის მფრინავის მოწმობა გაიცემა:
ა) 3 (სამი) წლის ვადით, თუ პირის ასაკი არ აღემატება 60 წელს, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) 2 (ორი) წლის ვადით, თუ პირის ასაკი აღემატება 60 წელს, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
12. პარაპლანის მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, მფრინავმა უნდა მიმართოს უფლებამოსილ პირს არსებული მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პარაპლანის მფრინავის მოწმობა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
დ) 3x4 ზომის ფოტოსურათის ელექტრონული და ორი ცალი ბეჭდვითი ვერსია;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
ვ) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ;
ზ) პარაპლანის მფრინავის მოწმობის დამზადების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
13. უფლებამოსილი პირი, ამ წესის მოთხოვნების დაცვით აგრძელებს მოქმედების ვადას, ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული ვადით.
14. ელექტრონულ რეესტრში უნდა მიეთითოს, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მოწმობის მფლობელის სულ მცირე, შემდეგი მონაცემები:
ა) ფოტოსურათი;
ბ) სახელი, გვარი;
გ) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პირადი ნომერი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – საერთაშორისო პასპორტის ნომერი;
დ) მოქალაქეობა;
ე) პარაპლანის მფრინავის მოწმობის ნომერი და კატეგორია;
ვ) საგამოცდო და აღიარების კომისიის მიერ შედგენილი აქტის ნომერი და ელექტრონული ასლი, რომლითაც მიენიჭა მფრინავს ფრენის კატეგორია;
ზ) პარაპლანის მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადა;
თ) პარაპლანის მართვის უფლების სტატუსი; სტატუსის შეჩერების შემთხვევაში – შეჩერების მიზეზი და ვადა.
15. ელექტრონულ რეესტრში არსებულ ჩანაწერს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს კომპეტენციის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებთან მიმართებით.
16. ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ელექტრონული რეესტრი უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
17. თუ დაინტერესებული პირი ვერ შეძლებს ფრენის მოთხოვნილი კატეგორიის მიღებას, მას უნდა გადაეცეს კომისიის მიერ შედგენილი საგამოცდო შედეგების ამსახველი დოკუმენტი წერილობი