1. უფლებამოსილი პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის წესი განისაზღვრება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული “სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის” შესაბამისად.

2. ზედამხედველობის ფარგლებში სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, გამოავლინოს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვროს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის გონივრული ვადა.

3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნაკლოვანებების სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ გონივრულ ვადაში არ აღმოიფხვრა გამოვლენილი ნაკლოვანებები, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, შეზღუდოს ან შეაჩეროს უფლებამოსილი პირის საქმიანობა.

4. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირის საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში დაუშვებელია პარაპლანით ფრენების განხორციელება.

5. სააგენტო ვალდებულია, უფლებამოსილი პირის საქმიანობის შეჩერებისა და აღდგენის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

6. პარაპლანით ფრენების განხორციელების დროს, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპატენცია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობი