1. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელ პირს შეუძლია ერთპიროვნულად, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ოპერატორი და მასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ან მისცეს თანხმობა.

2. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი უფლებამოსილია, ოპერატორსა და უფლებამოსილ პირთან  შეთანხმებით იყოს ინიციატორი ან მონაწილე სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიებისა.

3. საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი პირი უფლებამოსილია, უფლებამოსილ პირსა და ოპერატორთან შეთანხმებით, სურვილის შემთხვევაში, კეთილმოაწყოს საფრენი ადგილი და განახორციელოს მის გასაუმჯობესებლად სხვა სამუშაოები.

თავი IVპარაპლანის მფრინავის მოწმობის  გაცემა და აღიარე