1. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე-ტყის მარკირების, მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა, აგრეთვე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების დაუხარჯავი ან/და დაზიანებული ფორმების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით წარუდგენლობა, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4
53
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014
წლის
1
მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 16.05.2014