1. მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.
2. მხარდამჭერის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1292-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.
3. მხარდამჭერის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15081 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.
4. სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15081 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3345 – ვებგვერდი, 31.03.2015