გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7277-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი დალი მახაური
მოსარჩელე - სა---------–---------------–----------------------------------------------------------ო
მოსარჩელის წარმომადგენელი - ზუ-----------–-–---–ი
მოპასუხე - გი-------–----ე
მოპასუხის წარმომადგენლები - ქე--------------ა, თე-------------–---–ი
დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
გი-------–----ეს სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს მიმართ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის 13 571.43 ლარის დაბრუნება.
2.1 სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის N3--------- გადაწყვეტილებით გი-------–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის N3------- გადაწყვეტილება, გი-------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი გი-------–----ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს 2016 წლის 30 დეკემბრის N4---- ბრძანება და სამინისტროს დაევალა გი-------–----ის თვი------------–-------------------------------------–------–-----------------------------------ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ბრძანების გამოცემა და 2017 წლის 3 იანვრიდან მის სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის და დანამატის, ასევე, საადვოკატო მომსახურების ხარჯის 1000 (ერთი ათასი) ლარის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის Nბ----------- (კ---) განჩინებით სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სამინისტრომ გი-------–----ეს აუნაზღაურა განაცდური, კომპენსაცია (რეზერვში ჩარიცხვის გათვალისწინებით) და საადვოკატო მომსახურების ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გამოკლებით 57 678.10 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდათვრამეტი ლარი და ათი თეთრი) ლარი.
გი-------–----ემ 2018 წლის 9 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის იმგვარად განმარტების მოთხოვნით, რომ მისთვის განაცდურის ანაზღაურება მომხდარიყო 2017 წლის 3 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და დანამატის ყოველთვიური ოდენობით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით ანაზღაურების ოდენობის ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის N3--------- განჩინებით გი-------–----ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის N3--------- გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა სასამართლოს შესაბამისი განმარტების ჩამოყალიბებით.
განჩინება სა---------–---------------–----------------------------------------------------------ომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მაგრამ, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ემუხლიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებდა გასაჩივრებული განჩინების მოქმედებას, სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის N3--------- განჩინებით დადგენილი წესით 2018 წლის 27 დეკემბერს გი-------–----ეს დამატებით აუნაზღაურა 13 571.43 (ცამეტი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის Nბ-------------) განჩინებით სა---------–---------------–---------------------------------------------------------ოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის N3--------- განჩინება და გი-------–----ეს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის N3--------- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის განმარტებაზე.
მოსარჩელემ 2019 წლის 25 თებერვლის N0----- წერილით მოთხოვა მოპასუხეს დამატებით ანაზღაურებული 13 571.43 (ცამეტი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე დაბრუნება და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის მოსარჩელისთვის წარდგენა, მაგრამ მოპასუხეს ეს მოთხოვნა არ შეუსრულებია. სამინისტრომ 2019 წლის 20 მარტის N0------ წერილით დამატებით მიმართა მოპასუხეს და განუმარტა შემდგომი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების პერსპექტივა თუმცა მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
მოპასუხემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით არაერთხელ მოითხოვა მოსარჩელისგან დაზუსტება, თუ რა საფუძვლით მოხდა მისთვის 57 678.10 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელის მიერ ყოველ ჯერზე განიმარტა.
მოსარჩელის წარმომადგენლი ზეპირ ახსნა-განმარტებაში დაეფუძნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას, რომ: ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, აანაზღაუროს განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანუ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ნიშნავს იმას, რომ განაცდური ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის საშუალო ანაზღაურება, რომელსაც მოხელე იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე არსებული ანაზღაურების შესაბამისად.
2.2. მოპასუხის პოზიცია:
გი-------–----ემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მართალია გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინების განმარტება, თუმცა ეს არ შეიძლება განხილული ყოფილიყო იმგვარად, რომ მოპასუხეს დაევალა 13 571.43 ლარის უკან დაბრუნება.
უზენაესი სასამართლოს განჩინების მიხედვით: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებდა მისი გამომტანი სასამართლოს მიერ განმარტებას. მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია.“ შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გი-------–----ის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება და გი-------–----ეს უარი უთხრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის განმარტებაზე.
მოპასუხის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს არ შემოუთავაზებია ალტერნატიული განმარტება - განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს თუნდაც მინიშნებას განაცდური ხელფასის თანხის გამოანგარიშების სწორ მეთოდზე, განმარტების გარეშე ტოვებს სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტს. დაუსაბუთებელია დაშვება, რომ 2018 წლის დეკემბრამდე მოსარჩელეს სრულად ჰქონდა აღსრულებული სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის N3--------- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი, ამასთანავე, აშკარაა, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობდა ყველა იმ თანხის გადახდის ვალდებულებას, რაც მოსარჩელემ გადაუხადა მოპასუხეს.
მოპასუხე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, აღნიშნული მუხლი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან, გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სასამართლოსთვის მიმართვა, როგორც სამართლებრივი დაცვის საშუალება. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. აგრეთვე აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.“
მოპასუხე ასკვნის, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, საელმწიფო ვალდებულია მიყენებული ზარალი სრული მოცულობით აანაზღაუროს. იგი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და ამავე კოდექსის 411-ე მუხლზე და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება - დაკავებული თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლება. აღნიშნულის გამო მან ვერ მიიღო ის ანაზღაურება, რაც გათვალისწინებული იყო მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე. მოპასუხის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტების გარეშეც ზიანის ანაზღაურება მოიაზრებს შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ცვლილების ანაზღაურებასაც.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. გადახდილი თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფუძვლო გამდიდრებად. მას აუნაზღაურდა მოსარჩელის ქმედების ჩადენის გამო მიყენებული ზიანი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის N3--------- გადაწყვეტილებით გი-------–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის N3------- გადაწყვეტილება, გი-------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი გი-------–----ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს 2016 წლის 30 დეკემბრის N4---- ბრძანება და სამინისტროს დაევალა გი-------–----ის თვი------------–-------------------------------------–------–-----------------------------------ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ბრძანების გამოცემა და 2017 წლის 3 იანვრიდან მის სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის და დანამატის, ასევე, საადვოკატო მომსახურების ხარჯის 1000 (ერთი ათასი) ლარის ანაზღაურება.
დაევალა სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გი-------–----ის თვი------------–-------------------------------------–------–-----------------------------------ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
დაევალა სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს გი-------–----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 03 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და დანამატის ყოველთვიური ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 3-19).
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 38-66).
3.1.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის Nბ----------- (კ---) განჩინებით სა---------–---------------–---------------------------------------------------------ოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 3-19).
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 67-70).
3.1.3. 2018 წლის 11 ივნისიდან 25 დეკემბრის ჩათვლით გაცემული საგადასახადო მოთხოვნების მიხედვით, გი-------–----ეს, სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს მოთხოვნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდა 57 678.10 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდათვრამეტი ლარი და ათი თეთრი) ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 3-19),- საგადასახადო მოთხოვნები (ს.ფ. 71-79).
3.1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გი-------–----ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის N3--------- გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 3-19),- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ნოემბრის განჩინება (ს.ფ. 80-86).
3.1.5. 2018 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გი-------–----ეს დამატებით აუნაზღაურდა 13 571.43 (ცამეტი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 87).
3.1.6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით სა---------–---------------–---------------------------------------------------------ოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება და გი-------–----ეს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის განმარტებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 3-19).
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება (ს.ფ. 88-92).
3.1.7. სა---------–---------------–---------------------------------------------------------ომ 25/02/2019-ს N0----- წერილით მიმართა გი-------–----ეს და მოსთხოვა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადისა 13 571.43 (ცამეტი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის შესაბამის საბიუჯეტო ანგარიშზე ჩარიცხვა და მითითებულ ვადაში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. სა---------–---------------–---------------------------------------------------------ოს 25/02/2019-ს N0----- წერილი გი-------–----ეს ჩაბარდა 27/2/2019 წ-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 3-19).
- სა---------–---------------–----------------------------------------------------------ომ 25/02/2019-ს N0----- წერილი (ს.ფ. 93).
- საქართველოს ფოსტის უკუგზავნილი A------------ (ს.ფ. 94).
3.1.8. 18/03/2019წ.-ს გი-------–----ემ 16/03/2019წ. განცხადებით მიმართა სა---------–---------------–---------------------------------------------------------ოს, რომლითაც უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე და აღნიშნა, რომ 25/02/2019-ს N0----- წერილში მოხმობილი სასამართლოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა მისთვის რაიმე ვალდებულების დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გი-------–----ის განცხადება (ს.ფ. 95).
3.1.9. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა, კერძოდ, გაანგარიშება - 13 571.43 (ცამეტი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი ( ს.ფ. 146-156).
- იხ. 07.11.2019 სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; გი-------–----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 13 571.43 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე, 976-ე, 991-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედი კანონის უზენაესობის პრინციპი, სხვასთან ერთად, უნდა უზრუნველყოფდეს იმასაც, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები სავალდებულოა და უნდა აღსრულდეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემისა და მათი უპირობო შესრულების გარეშე შეუძლებელია სასამართლო ხელისუფლების, როგორც ხელისუფლების ერთი უმნიშვნელოვანესი შტოს გამართული მუშაობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომელიც საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას უზრუნველყოფს, სხვასთან ერთად, იმის გარანტორიც არის, რომ ამ ნორმაში განმტკიცებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გულისხმობს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების პატივისცემის უფლებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების განმარტების უმთავრესი ორგანოა, საქმეზე ბრუმარესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (Brumărescu v. Romania) [დიდი პალატა], N 28342/95, §28 ოქტომბერი 1999, აღნიშნა შემდეგი: „... კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება კონვენციის პრეამბულის ფონზე უნდა განიმარტოს, რომლითაც სხვასთან ერთად დეკლარირებულია ის, რომ კანონის უზენაესობა ხელშემკვრელი ქვეყნების საერთო მემკვიდრეობის ნაწილია. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი კი არის სამართლებრივი სიცხადის პრინციპი, რაც inter alia, გულისხმობს, რომ როდესაც სასამართლოები საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტენ, ეს გადაწყვეტილება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ.“
ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, სამართლებრივი სიცხადის პრინციპთან ერთად იმასაც უზრუნველყოფს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს.
საქმეზე ფუკლევი უკრაინის წინააღმდეგ (Fuklev v. Ukraine) N71186/01, §84, 7 ივნისი 2005, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „84. ... სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იმგვარად მოაწყოს გადაწყვეტილებების აღსრულების სისტემა, რომ ის ეფექტური იყოს როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკაში და უზრუნველყოს აღსრულება რაიმე გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე.“
საქმეზე ქოქიარელა იტალიის წინააღმდეგ (Cocchiarella v. Italy) N64886/01, §87, 29 მარტი 2006, სასამართლომ აღნიშნა: „87. ... კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული, ტრიბუნალზე ხელმისაწვდომობის უფლება, ილუზორული იქნებოდა, თუ ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართლებრივი სისტემა დაუშვებდა საბოლოო, მბოჭავი გადაწყვეტილება დარჩენილიყო აღუსრულებელი ერთი მხარის საზიანოდ. ნებისმიერი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამისად უნდა ჩაითვალოს „სასამართლოს“ განუყოფელ ნაწილად, მე-6 მუხლის მიზნებისთვის (იხ. inter alia, ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ (Hornsby v. Greece), 19 მარტი 1997, §§ 40 et seq., ანგარიშები 1997-II, და მეტაქზასი საბერძნეთის წინააღმდეგ (Metaxas v. Greece), N 8415/02 , § 25, 27 მაისი 2004).
საქართველოს კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი მორჩილება იმგვარი სანქციებით არის უზრუნველყოფილი, როგორიცაა ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება ან სისხლის სამართლებრივი სასჯელის გამოყენება. მაგალითად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1727-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელის დაკისრებას მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის, 17313-ე მუხლი - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მეურვეობის ან მზრუნველობის ორგანოს კონკრეტული მითითების შეუსრულებლობისთვის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3772-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შეუსრულებლობა. სასამართლო ყველა შესაბამის ნორმას აქ არ მიმოიხილავს, მაგრამ ხაზს გაუსვამს იმას, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების აღსრულების გარეშე სასამართლო ხელისუფლების განხორციელება სათანადოდ ვერ ჩაითვლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება გარდაუვლად უნდა აღსრულდეს და ამ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, აღსრულების ეფექტური და პრაქტიკაში რეალიზებული მექანიზმის მეშვეობით, რომელიც იქნება პრაქტიკული სამართლებრივი სიცხადის პრინციპის გათვალისწინებით, ანუ, იმგვარად, როგორც ის სასამართლოს მიერ იქნება განმარტებული.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია“.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტება მართალია, თვითონ ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ ხდება, მაგრამ მისი განმარტება არ არის საბოლოო და შესაბამის განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით საკითხი სამართლებრივად საბოლოოდ გადაწყდება. ამასთან სასამართლო ხაზს გაუსვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, როგორც საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მნიშვნელობასაც და მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის შესაბამისი დებულებების თანახმად,„1. საქართველოს უზენაესი სასამართლო (...) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა.
2. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ...“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაზე დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობის უფლებამოსილების მინიჭების გათვალისწინებით, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნისთვის სწორედ ის განმარტებები უნდა იქნეს გამოყენებული, რაც საქართველოს უზენაესმა სასმართლომ ჩამოაყალიბა თავის გადაწყვეტილებებში, მოცემულ შემთხვევაში კი განჩინებაში, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თავისივე სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებასთან დაკავშირებით წარდგენილ კერძო საჩივრის გამო იქნა მიღებული.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2019 წლის 9 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებული განმარტება სასამართლოს მიერ გაგებულ უნდა იქნეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის ღონისძიება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის განჩინებაში აღნიშნა, რომ: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებდა მისი გამომტანი სასამართლოს მიერ განმარტებას. მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია.“
ამასთან, საკასაციო სასამართლომ თვითონ განმარტა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაში განვითარებული პასაჟები და აღნიშნა შემდეგი: „საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე სასამართლოს განმარტებაზე, რომ სამსახურში აღდგენის ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის უფლებებში აღდგენას. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ითვალისწინებს სამომავლო უფლების აღდგენას. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, აანაზღაუროს განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანუ
ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ნიშნავს იმას, რომ განაცდური ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის საშუალო ანაზღაურება, რომელსაც მოხელე იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე არსებული ანაზღაურების შესაბამისად. გაზრდილი ხელფასი მოხელეს დაენიშნებოდა სასამართლოს გადაწვეტილების აღსასრულებლად გამოცემული აქტით სამსახურში დანიშვნის შემდეგ (იხ. სუს საქმე № ბს-171-160(კ-07) 13.09.2007წ. განჩინება).“
ამასთან, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე ისე გაზარდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სამინისტროსათვის დაკისრებული ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, რომ არც გი-------–----ის განცხადებაზე დართული მტკიცებულებებით და გასაჩივრებული განჩინებით არ დასტურდება რა ოდენობის ზიანის თანხა დაეკისრა მოპასუხეს დამატებით ასანაზღაურებლად და საერთოდ არ დგინდება არსებობს თუ არა სამინისტროს ვალდებულება დამატებით რაიმე თანხის გადახდის შესახებ.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება, მისი აღსრულების მიზნით, უნდა განიმარტოს სწორედ იმგვარად, როგორც ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით განხორციელდა.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული განმარტება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გი-------–----ის საქმეზე მიღებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების წყაროდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელ სასამართლო ორგანოს. ამასთან, ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოები სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ საკონსტიტუციო სასამართლოსგან დამოუკიდებლად. საკონსტიტუციო სასამართლო არ წარმოადგენს იმგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილ ორგანოს, რომელსაც შეუძლია განმარტოს საერთო სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო კონტროლის ფუნქცია საერთო სასამართლოებთან მიმართებით შემოიფარგლება საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხის შეფასებით, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გი-------–----ის საქმესთან მიმართებით თავისი უფლებამოსილება არ განუხორციელებია, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (2018 წლისთვის მოქმედი რედაქციით) განმარტება, რომელიც საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილის საქმეზე ჩამოყალიბდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, შრეხებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების, რომლის მიხედვითაც იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს არა უმეტეს 3 თვის ოდენობით მიეცემოდა, შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისი დროისთვის მოქმედ რედაქციასთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები, რომლებიც კონკრეტულ საქმეზე იქნა ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, არსებითია საქართველოს კონსტიტუციის დებულებების, თუ კონსტიტუციური წესრიგის პირობებში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსის გაგებისთვის, მაგრამ იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთი კონკრეტული - 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნისთვის იქნა ჩამოყალიბებული, საერთო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მსჯელობას.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.“
ამავე კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, „პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.“
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების ერთ-ერთი ფორმაა უსაფუძვლო გამდიდრება. უსაფუძვლო გამდიდრება ნიშნავს პირის საკუთრებაში ისეთი ქონებრივი უპირატესობის, დანაზოგის აღმოჩენას, რომლის სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა.
როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, „უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიური ხასიათისაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ურთიერთობის სპეციალური მომწესრიგებელი ნორმა, როდესაც იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა.“ (სუსგ 04/07/2019, საქმე №ას-796-2019, სუსგ 14/12/2018, საქმე Nას-1442-2018).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ასახული განმარტების მიხედვით, გი-------–----ის საქმესთან მიმართებით მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დგინდებოდა, „არსებობდა თუ არა სამინისტროს ვალდებულება დამატებით რაიმე თანხის გადახდის შესახებ“.
შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება და გი-------–----ეს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის განმარტებაზე.
უდავოა, რომ გი-------–----ეს 13 571.43 ლარი აუნაზღაურდა 2018 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით, მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება იქნა მიღებული, რომლითაც განიმარტა ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულებაში ხელფასის გაცემა წარმოადგენს ამავე საჯარო დაწესებულების დისკრეციის ნაწილს.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები უზრუნველყოფენ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საშტატო ნუსხის მიხედვით ხელფასის გაცემა, ასევე, იძულებითი განაცდურის გაანგარიშება, ამ გაანგარიშებისას შესაძლო დანამატების არსებობის გათვალისწინება და გაცემა საქართველოს საბიუჯეტო დაწესებულების - სამინისტროს, მოცემულ შემთხვევაში, სა---------–---------------–---------------------------------------------------------ოს კომპეტენციაა.
ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელე სამინისტროს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინების მიღების შემდეგ დამატებით დარიცხული თანხის ოდენობა.
სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით და მხარეთა მიერ თანხის ოდენობაზე დავის არარსებობის გამო, სასამართლო შეაფასებს მხოლოდ გი-------–----ის სასარგებლოდ 2018 წლის 27 დეკემბერს გადარიცხული თანხის სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლისა და მის მიერ ჩამოყალიბებული განმარტების მნიშვნელობის გათვალისწინებით, რასთან დაკავშირებული ვრცელი მსჯელობა ამ გადაწყვეტილების 6.2. პუნქტშია მოცემული, სასამართლო ასკვნის, რომ სა---------–---------------–---------------------------------------------------------ომ, თავისი დისკრეციის გათვალისწინებით, გი-------–----ის წინაშე 2018 წლის 27 დეკემბერს შეასრულა ფულადი ვალდებულება თბილისის საპელაციო სასამართლოს განჩინების არასწორი გაგების შედეგად, მისი უმართებულო განმარტების გამო. სასამართლოს დასკვნით, სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს მიერ, გი-------–----ისთვის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინების გამო, დამატებით თანხის გადახდას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა და ის ვალდებულების გარეშე გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებაში საკასაციო სასამართლომ მიუთითა რა, რომ „საერთოდ არ დგინდება არსებობს თუ არა სამინისტროს ვალდებულება დამატებით რაიმე თანხის გადახდის შესახებ“ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება. ამ ფორმით ანულირდა 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სა---------–---------------–---------------------------------------------------------ოსთვის დაკისრებული ვალდებულების, გი-------–----ის სასარგებლოდ აენაზღაურებინა იძულებითი განაცდური 2017 წლის 03 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და დანამატის ყოველთვიური ოდენობით, იმგვარი განმარტება, რომ ეს ვალდებულება გულისხმობდა გი-------–----ის სასარგებლოდ 2017 წლის 03 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და დანამატის ყოველთვიურ ოდენობას, შესაბამისი პერიოდების მიხედვით ანაზღაურების ოდენობის ცვლილების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინების მიღების შემდეგ, გი-------–----ისთვის რაიმე თანხის დამატებით გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება გი-------–----ის მიმართ აღსრულებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინების ძალით მის განმარტებამდე.
შესაბამისად, 2018 წლის 27 დეკემბერს გი-------–----ისთვის 13 571.43 ლარის გადახდა განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ დებულების გამოყენება, რაც გულისხმობს ვალდებულების „სხვა საფუძვლის გამო“ არ არსებობას. სწორედ ამგვარი საფუძველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება. ამ განჩინებით საბოლოოდ დადგინდა, რომ გი-------–----ისთვის დამატებითი თანხის ანაზღაურების ვალდებულება არ არსებობდა. ამ ვალდებულების წარმოშობის მცდარ სამართლებრივ საფუძვლად სამინისტროს მიერ მიჩნეულ იქნა სასამართლოს განჩინება, თუმცა, განჩინების შინაარსის ამგვარი გაგების საპირისპიროდ, მოცემულ შემთხვევაში 13 571.43 ლარის გი-------–----ის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი არ არსებობდა და ამ თანხით გი-------–----ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლი ფულადი ვალდებულების შესრულების წესებთან დაკავშირებით ადგენს სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობაში წარმოშობილი იმგვარი ვითარების რეგულირების წესს, როდესაც კრედიტორის ხელში აღმოჩნდება მოვალის მიერ ვალდებულების გარეშე შესრულების შედეგი. კერძოდ, ამ მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის დაბრუნების წესის დამდგენ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი. ამ მუხლიდან გამომდინარე, გი-------–----ე ვალდებულია, დააბრუნოს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა კანონიერია და სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს უსაფუძვლო გამდიდრების საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულ მოთხოვნებს, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისი ვალდებულების გარეშე შესრულებული ანაზღაურება, 13 571.43 ლარის ოდენობით, ვალდებული პირისგან უკან უნდა იქნეს გამოთხოვილი მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს, როგორც საქართველოს სამთავრობო სტრუქტურის, სრულად საბიუჯეტო დაფინანსების გათვალისწინებით, უნდა ჩაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს სარჩელის აღძვრისას, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაწესებულება, რომლის ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე გი-------–----ეს უნდა დაეკისროს სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 3 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 407.14 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოყენებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განჩინებით საქმეზე გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შეიცვალა უზრუნველყოფის საგანი, საბოლოოდ, სა---------–---------------–---------------------------------------------------------ოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე გი-------–----ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბ--–-------–----------–---------------------–--------------------------------------------------------------------------------.
სარჩელის დაკმაყოფილების გათვალისწინებით, სარჩელით დაკმაყოფილებული მოთხოვნის რეალურად აღსრულების ხელშესაწყობად სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და ის უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საქპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 191-ე-199-ე, 243-ე-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სა---------–---------------–----------------------------------------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გი-------–----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 13 571.43 (ცამეტი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა.
3. გი-------–----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 407.14 ლარის გადახდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, დარჩეს უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე