1. ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაში −

გამოიწვევს ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6057 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2592 – ვებგვერდი, 24.02.2023