1. წამახალისებელი გათამაშების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობა −

გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 20 000 ლარით და გათამაშებული/ გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით.

შენიშვნა: თუ გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის ოდენობა 5 000 ლარს არ აღემატება, შესაძლებელია სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 40 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6491 – ვებგვერდი, 02.07.2020