1. სავაჭრო ობიექტში არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევა –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. ცივი იარაღის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის

კანონი
№3706
– ვებგვერდი, 30.06.2015