1. გაზის (აირის) იარაღის შენახვის წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

3. გაზის (აირის) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

4. გაზის (აირის) იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაცემა ან გასხვისება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

5. გაზის (აირის) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

6. ამ მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით.

შენიშვნა: თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023