1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით.
2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით.
3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.
4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. ფიზიკური პირის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა ან/და მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევით –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობისას ამის თაობაზე ეცნობებათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომლებიც აღნიშნული ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მიერ ჯარიმის გადახდამდე მასზე არ გასცემენ საქართველოს ვიზას და მას არ მიეცემა საქართველოში შემოსვლის ნებართვა.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3382 – სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.190
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5116 – სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.251
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №620 – სსმ I, №35, 05.12.2008წ., მუხ.226
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის
კანონი №2046
– ვებგვერდი, 17.03.2014წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025