ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.04.2015
ძალის დაკარგვა 31.07.2019
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.07.2019
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2015 წლის 24 აპრილი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის
ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის
ხარჯვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი (შემდგომ ტექსტში – წესი) მიზნად ისახავს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ და არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – გამგებელი.
3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერისა) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა.
4. წესი, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის ,, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნობრიობას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2🔗.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა და განკარგვის მიზნობრიობა
1. ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ისეთი ხარჯების დასაფინანსებლად, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადაუდებელი ხარჯების დაფინანსება, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას, ამ კანონით დაუცველ სხვა სიკეთეს; სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებული ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების (მათ შორის სარიტუალო ხარჯების) დაფინანსება და სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის.
2. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში სტიქიურ მოვლენებისაგან გამოწვეული კატასტროფული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები.
ბ) საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებები.
გ) ადგილობრივი პროგრამები (ქვეპროგრამები), ღონისძიებები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან სხვა მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს.
დ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ხარჯების დაფინანსება.
მუხლი 3🔗.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. ამ წესის მე–2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით), ღონისძიებებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგი.
ბ) პროგრამისათვის (ქვეპროგრამისათვის), ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა.
გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამის (ქვეპროგრამის), ღონისძიების ორი ან/და მეტი მიმართულება.
დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით.
2. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭირო დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება. გამგებელი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
3. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 85–ე მუხლის საფუძველზე ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.