⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.06.2021)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.04.2015
ძალის დაკარგვა 10.06.2021
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.119.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 711 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.2015 მიღება
10.06.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №14 2015 წლის 24 აპრილი ქ. ხონი „ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირევლი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინიცტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული დებულება „ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის შესახებ“ მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 აპრილის N17 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დებულება ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესს და პირობებს. 2. ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ დებულების საფუძველზე. მუხლი 2🔗. ხონის  საპატიო  მოქალაქის  წოდების  მინიჭება 1. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის (შემდგომში საპატიო მოქალაქის) წოდებას ანიჭებს ხონის მუციპალიტეტის თვითმმართველობასთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტით ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენოჭოს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ხონის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წინაშე. თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური და სამეცნიერო საქმიანობით, ან თავისი მოღვაწეობით სახელი გაუთქვა მას. 3. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს სამ პირს. 4. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება წელიწადში ერთხელ. მინიჭების საზეიმო ცერემონიალი-წოდების დამადასტურებელი მოწმობის, სიგელის და მედალიონის გადაცემა ხდება ყოველი წლის 6 მაისს- გიორგობის დღეს, ხონელობის დღესასწაულზე. 5. საპატიო მქალაქეს შეიძლება გადაეცეს შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯილდო ან დაუწესდეს რაიმე შეღავათები. 6. განასკუთრებულ შემთხვევაში საპატიო მოქალაქის წოდების მიმნიჭებელ ორგანოს უფლება აქვს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭოს პირს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის გათვალისწინების გარეშე. 7. ხონში საპატიო მოქალაქის წოდებებისა და მედალიონების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან: ა.ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ბ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები გ. საპატიო მოქალაქეები დ. მასმედიის წარმომადგენლები ე.გამოჩენილი ადამიანები ვ. მოწვეული სტუმრები ზ. საპატიო მოქალაქის ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები მუხლი 3🔗. ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები. 1. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჯგუფებს. 2. საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის მინიჭების შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა. კანდიდატის პირადობის დამადასტურებული დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი დამოწმებული ასლი. ბ. კანდიდატის ორი ფოტოსურათი გ. კანდიდატის წერილობითი თანხმობა საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე. დ. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება. 3. მასალებს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე წინასწარი განხილვის წესით ამზადებს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმათრთველობასთან არსებული საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხთა კომისია. მუხლი 4🔗. ხონში მუნიციპალიტეტის თითმმართველობასთან არსებული საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხთა კომისია 1. ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან არსებული საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხთა კომისია (შემდგომში კომისია) იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით და ამავე გადაწყევტილებით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიის მუშაობას და მდივანი, რომელიც აგვარებს ორგანიზაციულ საკითხებს, აფორმებს ოქმებს. 2. კომისია შედგება წევრებისაგან. კომისიის წევრი ირჩევა ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. 3. კომისია განიხილავს ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ წარმოდგენილ მასალას და შესაბამისი ოქმის საფუძველზე რეკომენდაციას წარუდგენს საპატიო მოქალაქის წოდების მიმნიჭებელ ორგანოს ყოველი წლის 30 აპრილამდე. 4. კომისიის მიერ სარეკომენდაციო საპატიო მოქალაქის კანდიდატის გამოვლენა ხდება ფარული კენჭისყრით. კომისიის თითოეული წევრი ხმას აძლევს არაუმეტეს სამ კანდიდატს. 5. კომისია უფლებამოსილია რეკომენდაცია გაუწიოს საპატიო მოქალაქეობის იმ სამ კანდიდატს, რომელიც დააგროვებს ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ ხმათა ნახევრისა. თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში კენჭისყრა ხორციელდება განმეორებით. კვლავ ხმების თანაბარი რაოდენობის დაგროვებისას გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს. მრავალი კანდიდატის შემთხვევაში ყველაზე მაღალი ქულების მქონე სამი კანდიდატიდან თუ რომელიმეს არ ექნება ხმის მიმცემი კომისიის წევრთა ნახევრის ხმა, კომისიას შეუძლია ამ კანდიდატს განმეორებით უყაროს კენჭი საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის. 6. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობების, სიგელების და მედალიონების დამზადების ორგანიზაციას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპაილტეტის გამგეობა. მუხლი 5🔗. ხონის საპატიო მოქალაქის უფლებები 1. ხონის საპატიო მოქალაქე, ცხოვრების და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთით და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ ხონში მცხოვრები მოქალაქეები. 2. ხონის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში. ბ) ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ხონელი მოქალაქის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. მუხლი 6🔗. საპატიო მოქალაქის ჩამორთმევის საფუძვლები ხონის საპატიო მოქალაქეს წოდება უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით პირს შეიძლება ჩამოერთვას, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.