ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2021 წლის 9 ივნისი ქ. ხონი |
|
2. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება მოიცავს შემდეგ წოდებებს:
ა) „ხონის საპატიო მოქალაქე.“
ბ) „დამსახურებული მოღვაწე“ (მაგ., დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული სპორტსმენი და სხვა).
3. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებას ანიჭებს ხონის მუნციპალიტეტის თვითმმართველობასთან არსებული საპატიო წოდების საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტით, ხონის მუნიციპალიტეტის მერი.
4. ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესის საფუძველზე.
5. საპატიო წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, წყვეტს ხონის მუნიციპალიტეტის მერი და გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
ა) საქართველოს მოქალაქეებს – ხონის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო; ხონზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის; ასევე ხონელების ერთგული მსახურებისათვის.
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე(ებ)სა და მოქალაქეობის არმქონე პირებს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხონის მუნიციპალიტეტის წინაშე; ხონის მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
2. „დამსახურებული მოღვაწის“ წოდების კანდიდატი კომპლექსურად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის არანაკლებ ოცდაათ წლიანი გამოცდილებით;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილისთვის დარგის/სფეროს განვითარებაში;
გ) სამეცნიერო მიღწევებისთვის;
2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება წელიწადში ერთხელ. მინიჭების საზეიმო ცერემონიალი-წოდების დამადასტურებელი მოწმობის, სიგელისა და მედალიონის გადაცემა ხდება ყოველი წლის 6 მაისს - გიორგობის დღეს, ხონელობის დღესასწაულზე.
3. საპატიო მოქალაქეს შეიძლება გადაეცეს შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯილდო ან დაუწესდეს რაიმე შეღავათები.
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში საპატიო მოქალაქის წოდების მიმნიჭებელ ორგანოს უფლება აქვს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭოს პირს ამ წესის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების გათვალისწინების გარეშე.
5. ხონის საპატიო მოქალაქის წოდებისა და მედალიონების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან:
ა) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
ბ) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები;
გ) საპატიო მოქალაქეები;
დ) მასმედიის წარმომადგენლები;
ე) გამოჩენილი ადამიანები;
ვ) მოწვეული სტუმრები;
ზ) საპატიო მოქალაქის ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები.
2. „დამსახურებული მოღვაწის“ წოდებებისა და მედალიონების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან:
ა) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
ბ) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები;
გ) მასმედიის წარმომადგენლები;
დ) მოწვეული სტუმრები;
2. საპატიო წოდების კანდიდატის წარდგენის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა).კანდიდატის პირადობის დამადასტურებული დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი დამოწმებული ასლი.
ბ) კანდიდატის ორი ფოტოსურათი.
გ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე.
დ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება.
ე) „დამსახურებული მოღვაწის“ წოდების მინიჭების შემთხვევაში საიუბილეო თარიღის განმსაზღვრელი ინფორმაცია.
3. მასალებს, საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე, წინასწარი განხილვის წესით, ამზადებს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმათრთველობასთან არსებული საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა კომისია.
2. კომისია შედგება ცხრა წევრისაგან. კომისიის წევრი ირჩევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.
3. კომისია განიხილავს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ წარმოდგენილ მასალებს და, შესაბამისი ოქმის საფუძველზე, რეკომენდაციას წარუდგენს ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მიმნიჭებელ ორგანოს ყოველი წლის 30 აპრილამდე.
4. კომისია განიხილავს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ წარმოდგენილ მასალებს და, შესაბამისი ოქმის საფუძველზე, რეკომენდაციას წარუდგენს დამსახურებული მოღვაწის წოდების მიმნიჭებელ ორგანოს საიუბილეო თარიღამდე არაუგვიანეს ათი სამუშაო დღისა.
5. კომისიის მიერ ხონის საპატიო მოქალაქის წოდების სარეკომენდაციო კანდიდატის გამოვლენა ხდება ფარული კენჭისყრით. კომისიის თითოეული წევრი ხმას აძლევს არაუმეტეს ხუთ კანდიდატს.
6. კომისია უფლებამოსილია რეკომენდაცია გაუწიოს ხონის საპატიო მოქალაქეობის იმ ხუთ კანდიდატს, რომლებიც დააგროვებენ ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ ხმათა ნახევრისა. თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში, კენჭისყრა ხორციელდება განმეორებით. მრავალი კანდიდატის შემთხვევაში, ყველაზე მაღალი ქულების მქონე ხუთი კანდიდატიდან, თუ რომელიმეს არ ექნება ხმის მიმცემი კომისიის წევრთა ნახევრის ხმა, კომისიას შეუძლია ამ კანდიდატს განმეორებით უყაროს კენჭი, საკითხის საბოლოო გადაწყვეტისათვის.
7. კომისიის მიერ დამსახურებული მოღვაწის წოდების სარეკომენდაციო კანდიდატის გამოვლენა ხდება ღია კენჭისყრით. დამსახურებული მოღვაწის წოდების კანდიდატის კენჭისყრა ხორციელდება ინდივიდუალურად. ხმების თანაბარი რაოდენობის დაგროვებისას, გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს.
2. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებისას პირს გადაეცემა წოდების აღმნიშვნელი მოწმობა და მედალი წარწერით - „ხონის საპატიო მოქალაქე“, „დამსახურებული მოღვაწე“.
3. საპატიო წოდების მინიჭების მოწმობას ხელს აწერს ხონის მუნიციპალიტეტის მერი.
4. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობებისა და მედლების დამზადების ორგანიზაციას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალტეტის მერია.
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში.
ბ) ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ხონელი მოქალაქის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე