საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი

მიღების თარიღი 23.04.2015
ძალაში შესვლა 23.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №41/24
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016325
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2015
matsne.gov.ge 422 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.04.2015 მიღება
23.04.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სენტ ვინსენტი და გრენადინების საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კომერციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 25.09.2018 ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 12.09.2017 ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 27.09.2019 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 21.09.2017 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 25.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, მიზნად ისახავენ რა, მხარეთა შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისა და ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენულ თანასწორობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას, სურთ რა, ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის წახალისება, კვლავაც ადასტურებენ რა, თავიანთ ერთგულებას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების თვალსაზრისით, აღიარებენ რა, რეგულარული კონტაქტების არსებობის აუცილებლობას და საგარეო საქმეთა სამინისტროების მნიშვნელოვან როლს ამ მიზნების მიღწევის მიმართულებით, ანიჭებენ რა მნიშვნელობას, სხვადასხვა დონეებზე აზრთა გაცვლას, ორმხრივ ურთიერთობებსა და კონსულტაციების გამართვას საერთო ინტერესის მქონე საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით, სურთ რა, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში მხარეთა დელეგაციებს შორის გაააქტიურონ პირდაპირი კონტაქტები, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები მართავენ რეგულარულ კონსულტაციებს მინისტრების ან სხვა წარმომადგენლების დონეზე, რომელთა ფარგლებში განიხილება საერთო ინტერესის მქონე საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები, ასევე ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. მუხლი 2🔗 მხარეები ხელს უწყობენ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ, ეკოლოგიურ და სხვა სფეროებში. მუხლი 3🔗 ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები, მონაცვლეობით, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკაში, იმართება წელიწადში არანაკლებ ორჯერ, საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული გრაფიკითა და ფორმატით. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთობლივად წყვეტენ კონსულტაციების გამართვის ადგილს, თარიღსა და განრიგს. მხარეები, ორმხრივი თანხმობის საფუძველზე, კონკრეტული საკითხების განსახილველად აყალიბებენ სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფებს. მხარეები, ერთობლივად შეიმუშავებენ წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და შეხვედრების გრაფიკს. მუხლი 4🔗 მხარეები, საერთაშორისო ორგანიზაციათა და დაწესებულებათა ფარგლებში, ახორციელებენ აქტიურ  და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას. მუხლი 5🔗 წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომელიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით და წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული დოკუმენტები ძალაში შედის იმავე წესით რა წესითაც წინამდებარე ოქმი შედის ძალაში. მუხლი 6🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ოქმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 7🔗 წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 (ხუთი) წლის ვადით, რომლის ამოწურვის შემდეგაც იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ ოქმის მოქმედება, მეორე მხარისათვის, თავდაპირველი ან ნებისმიერი მორიგი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე 1 (ერთი) წლით ადრე, დიპლომატიური არხებით, ოქმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ოქმი  მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ. წინამდებარე ოქმი შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის 23 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)