სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობების და შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2015
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობების და შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2015 წლის 27 აპრილი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები და ჩატარების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკობა ძიძიგური
დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები და ჩატარების წესი
მუხლი 1🔗.
კონკურსის პირობები
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მისაღებად ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არ უნდა ხორციელდებოდეს ბანკის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
ბ) ბანკის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა;
გ) ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო გადარიცხვების ელექტრონული სისტემის გამართვა შემდგომი-მომსახურეობა.
2. კონკურსში მონაწილე ბანკმა საკონკურსო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;
ბ) ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის ყადაღა დადებული;
3. კონკურსში მონაწილე ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს (და არა შემოიფარგლებოდეს) ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ:
ა) მომსახურების ტარიფები, მათ შორის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკონკურსო პირობას წარმოადგენს:
ა.ა) უნივერსალური ანგარიშის გახსნა – უფასო;
ა.ბ) ორგანიზაციის გადარიცხვები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში – უფასო;
ა.გ) ორგანიზაციის ანგარიშზე ნაღდი ფულის (ეროვნულ და უცხოურ ვალტაში) შეტანა და გატანა – უფასო;
ა.დ) საკონვერტაციო ოპერაციები–კონვერტაციის დღეს არსებული ბანკის კომერციულ კურსთან შედარებით შეღავათიანი ტარიფებით.
ა.ე) ანგარიშზე ჩატარებული ოპერაციების ჩამონათვალის (ამონაწერის) მიწოდება – უფასო;
ა.ვ) ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე ანგარიშის გახსნა – უფასო;
ა.ზ) ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისათვის ანგარიშის გახსნა – უფასო;
ა.თ) თანამშრომლებზე საბარათე ანგარიშების გახსნა და ოვერდრაფტის დაშვება.
ა.ი) სამტრედიის მუნიციპალიტეტის (გამგეობა, საკრებულო) თანამშრომლებზე კრედიტის (სახელფასო, იპოთეკური, სამომხმარებლო) გაცემის უზრუნველყოფა;
ა.კ) სარგებლის დარიცხვა საანგარიშო თვის განმავლობაში ყოველი დღის ბოლოს და მისი ასახვა ბიუჯეტის ანგარიშზე განხორციელდეს ყოველი საანგარიშო თვის ბოლო დღეს.
ა.ლ) მიმდინარე ნაშთზე დასარიცხი წლიური სარგებელი არანაკლებ 12%-სა;
ა.მ) სახელფასო პროგრამის ტარიფები.
4. ფილიალებისა და სერვის–ცენტრების ქსელი აუცილებელია მდებარეობდეს ქალაქ სამტრედიის ტერიტორიაზე.
5. ბანკომატების ქსელი აუცილებელია მდებარეობდეს ქალაქ სამტრედიის ტერიტორიაზე ან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში განათავსოს ქალაქ სამტრედიის ტერიტორიაზე.
6. ბანკომატი აუცილებელია მდებარეობდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც კონკურსში გამარჯვებულმა პირმა უნდა განათავსოს 1 (ერთი) თვის ვადაში.
7. დამატებითი მომსახურების სახით:
ა) თანამშრომლებზე აქამდე გაცემული ოვერდრაფტებისა და სახელფასე სესხების პორტირება გამარჯვებულმა ბანკმა უნდა განახორციელოს მათთვის ფინანსური პირობების გაუარესების გარეშე, თანამშრომლების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე განახორციელოს VIP მომსახურება.
მუხლი 2🔗.
კონკურსში მონაწილეობის წესი
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში დადგენილი წესით ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს.
2. კონკურსში მონაწილეობის უფლების მოპოვებისათვის პირმა რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობით შევსებული განაცხადი;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
გ) ბანკის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მინდობილობა.
მუხლი 3🔗.
კონკურსის ჩატარების წესი
1. კონკურს ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისიას თავმჯდომარეობს გამგებლის გადაწყვეტილებით გამგეობის ერთ-ერთი თანამდებობის პირი. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), და/ან მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), და/ან წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები), და/ან უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), და/ან საკრებულოს წევრი (წევრები). კომისიაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნან სხვა პირებიც.
3. კონკურსი უნდა გამოცხადდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
4. განცხადების მისაღებად უნდა განისაზღვროს 10 დღე.
5. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია იმ პირს, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია და მიიღო კონკურსში მონაწილის ბილეთი. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას ახდენს რეგისტრატორი.
6. კონკურსის დაწყებამდე კომისია ამოწმებს მონაწილეთა კონკურსზე დაშვების კანონიერებას.
7. კონკურსს ატარებს კომისია. კომისიის თავმჯდომარე ვაჭრობის დაწყებისას აცხადებს ლარში ანგარიშების ყოველდღიურ ნაშთზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის საწყის ოდენობას და ბიჯს.
8. ბიჯის ოდენობა უნდა იყოს 0.2 %.
9. კონკურსზე ვაჭრობის (საჯარო ვაჭრობა) დასაწყისად ითვლება საპროცენტო სარგებლის საწყისი ოდენობის გამოცხადების მომენტი.
10. ვაჭრობის დროს კონკურსის თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოახდინოს განცხადების (ბიჯი) შეთავაზება ფასის თაობაზე, რომელიც არ უნდა იყოს დაწესებულ ბიჯზე ნაკლები.
11. თუ კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ერთი მონაწილე, სავალდებულოა მის მიერ ფასის თაობაზე ერთი განცხადების (ბიჯი) შეთავაზება მაინც.
12. ვაჭრობა დამთავრებულად ითვლება, თუ კომისიის თავმჯდომარემ სამჯერ მოითხოვა საბოლოო განცხადების (ბიჯი) შეთავაზება ფასის თაობაზე და ასეთი ვერ მიიღო.
13. ვაჭრობაში გამარჯვებულად ავტომატურად ითვლება, ვინც კომისიას შესთავაზა ბოლო განცხადება ფასის თაობაზე. გამარჯვებულს აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.
14. კონკურსს დასრულებულად აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.
15. კონკურსის ჩატარებას სავალდებულოა ესწრებოდეს კომისიის არანაკლებ ნახევარზე მეტი.
16. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კონკურსის ჩატარებას საერთო კოორდინაციას უწევს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
17. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას, კომისიის წევრების ინფორმირებას კონკურსის დროის, თარიღისა და ადგილის შესახებ, საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმის შედგენას და საჯარო ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
18. საჯარო ვაჭრობის დაწყებამდე კომისია ამოწმებს დაინტერესებული პირის კონკურსის მონაწილედ რეგისტრაციის კანონიერებას, ასევე საჯარო ვაჭრობაზე გამოცხადებული პირის ვინაობას და რწმუნდება, რომ დაინტერესებული პირის კონკურსის მონაწილედ რეგისტრაცია განხორციელდა კანონიერად, ხოლო საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებული პირი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ვაჭრობაში როგორც კონკურსის მონაწილემ ან/და კონკურსის მონაწილის წარმომადგენელმა.
19. თუ კომისია დაადგენს, რომ დაინტერესებული პირის კონკურსის მონაწილედ რეგისტრაცია განხორციელდა კანონდარღვევით, ასევე საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებული პირი არაუფლებამოსილია საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღოს, როგორც კონკურსის მონაწილის წარმომადგენელმა, კომისია საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ პირს უარს ეტყვის საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობაზე.
20. საჯარო ვაჭრობის შესახებ კომისიის მიერ დგება საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმი.
მუხლი 4🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო ვაჭრობის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის ურთიერთობის ძირითად დოკუმენტს.
2. ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმის დამტკიცების თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 03 (სამი) სამუშაო დღისა, მოქმედ კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში კონკურსის შედეგები უქმდება, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი წერილობითი გადაწყვეტილების მიღებას.
3. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში სავალდებულოა გათვალისწინებულ იქნეს კონკურსის პირობები, საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები და სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
5. კონკურსში გამარჯვებულ ბანკთან ორგანიზაციის თანამშრომელთა სახელფასო პროექტით მომსახურები ხელშეკრულების გაფორმება ორგანიზაციისათვის არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და იგი შეიძლებ გაფორმდეს დამატებით მხოლოდ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. სახელფასო პროექტით მომსახურება განიხილება ბანკსა და ორგანიზაციას შორის დამოუკიდებელ ურთიერთობად.
6. კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ და დანომრილ რეგისტრაციის ჟურნალში.