„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №27/2015 |
|
2015 წლის 28 აპრილი ქ.თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2013, 010240020.15.008.016094) შეტანილ იქნეს ცვლილება და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (დანართი 1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში - წესი) განსაზღვრავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში) შემდგომში „ადმინისტრაცია”, არსებული საზოგადოებრივი ინტერესების სფეროსთვის განკუთვნილი საჯარო ინფორმაციის ადმინისტრაციის ელექტრონულ რესურსზე (ცესკოს ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციას საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება |
1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე: www.cec.gov.ge; www.cesko.ge. (შემდგომ - ვებგვერდი).
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ცესკოს ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „საჯარო ინფორმაცია”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის საფასურის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. ცესკოს ვებგვერდისა და მასზე განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით. 5. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 6. ცესკო უფლებამოსილია, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი |
1. ცესკო უზრუნველყოფს პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის პერიოდულ განახლებას ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.
2. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. 3. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ამობეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა |
1. ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მათი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მიწოდებას.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ცესკოს სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებაზე - ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი. 3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტებისაგან განახლებული ინფორმაციის მიღებას და ვებგვერდზე მის განთავსებას. 4. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში პროაქტიულად ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მიწოდებაზე პასუხისმგებელია, შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული თანამშრომელი. 5. პროაქტიულ ინფორმაციას ვებგვერდზე განსათავსებლად საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს პასუხისმგებელი პირები აწვდიან PDF ფორმატში. |
მუხლი 5.
ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, ვადები და პასუხისმგებლობა |
მუხლი 6.
დასკვნითი დებულება |