„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2018 წლის 31 აგვისტო ქ. ლანჩხუთი |
|
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ცხელი ხაზის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
გ) ინფორმაცია საკრებულოს ბიუროს, ფრაქციებისა და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
დ) ინფორმაცია საკრებულოს წევრების შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა;
ე) მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეების და მერიის სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების შესახებ: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულის მითითებით (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
ზ) ინფორმაცია საკრებულოს აპარატსა და მერიაში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ, მათ შორის, საჯარო მოსამსახურის სახეების მიხედვით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა სტრუქტურული ერთეულის მითითებით (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მერიის საშტატო ნუსხა (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ორგანიზაციული სტრუქტურა, ხელმძღვანელი პირების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია) (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
კ) ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) შესახებ: სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ლ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პრემიებისა და დანამატების გაცემის შესახებ (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) – ქვეყნდება კვარტალურად;
მ) საკრებულოს სამართლებრივი აქტები (განკარგულებები, დადგენილებები, სხდომის ოქმები), ქვეყნდება გამოცემიდან 10 დღის ვადაში;
ნ) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა;
ო) ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ – ქვეყნდება კონკურსის გამოცხადებიდან მომდევნო სამუშაო დღეს;
პ) სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესს (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
ჟ) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა – ქვეყნდება კვარტალურად;
რ) ინფორმაცია შესყიდვების წლიური გეგმით განხორციელებულ შესყიდვებზე, მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით – ქვეყნდება კვარტალურად;
ს) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ძირითადი უძრავი ქონების ჩამონათვალი – ქვეყნდება ყოველწლიურად;
ტ) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით – ქვეყნდება ყოველწიურად;
უ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა – დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ფ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ – ქვეყნდება კვარტალურად;
ქ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით წინა წელს განხორციელებული პროექტების შესახებ (თითოეული დასახლებული პუნქტის მიხედვით პროექტის მოკლედ აღწერა და ბიუჯეტი) – ქვეყნდება ყოველწლიურად;
ღ) ინფორმაცია სოფლის დახმარების პროგრამით წინა წელს განხორციელებული პროექტების შესახებ (თითოეული სოფლის მიხედვით პროექტის მოკლედ აღწერა და ბიუჯეტი) – ქვეყნდება ყოველწლიურად;
ყ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ – ქვეყნდება წარდგენიდან 10 დღის ვადაში.