სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2015 წლის 29 აპრილი ქ. სენაკი |
ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის (დანართი №1);
ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის (დანართი №2;3;4;);
გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (დანართი №5);
დ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი (დანართი №6);
ე) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი (დანართი №7).
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი №1
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ
ინსტრუქცია
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები.
დანართი №2
სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ
ინსტრუქცია
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი), წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს სენაკის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
4. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არის ნარჩენები, რომლებსაც საცხოვრებელ სახლებში და ბინებში ცხოვრებისას მიწის ნაკვეთებისა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო საცხოვრებელსა ან გაქირავებულ ბინებში წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე სენაკის ტერიტორიაზე მყოფი და/ან მოქმედი ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები.
5. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდევინების ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
6. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიული პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდევინება ამ წესის მიხედვით.
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის - სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის - ნარჩენების დაგროვების ნორმის, დაკავებული ფართობის და მომხმარებელთა რაოდენობის კომბინაციით: ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარი თვეში, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,30 ლარი თვეში; ბ) იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისათვის შემდეგი სახით:
გ) სამშენებლო ნარჩენები - 1 მ3 ნარჩენებზე თვეში ფიზიკური პირისათვის 0.50 ლარი, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,30 ლარი თვეში და იურიდიული პირებისათვის 20 ლარი. 3. ფიზიკურ პირთა მიერ მოსაკრებლის გადახდისათვის მოსაკრებელის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოჯახზე განისაზრღვროს 4 (ოთხი) სულით. 4. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 5. მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდევინება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 6. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდევინების ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 7. მოსაკრებლის გადახდევინების ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 8. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის, ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 9. ქვითარი შენარჩუნებულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე აწარმოებს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური. 10. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. 11. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 12. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 13. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში. |
ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდევინების ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი შესაბამისი თანხის ოდენობით.
4. გაწეული მომსახურების ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი შემცირება.
5. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდევინება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 %-ზე მეტი.
6. თითოეული მოსახლის ერთ თვეზე მეტი ვადით ადგილზე არყოფნისას, მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა), უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს მოსახლის ადგილზე არყოფნის ვადის მითითებით.
2. ქვითრის ტიპიურ ფორმას ამტკიცებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია;
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) სულთა რაოდენობა (მოსახლეობისათვის) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დადგენილი მონაცემების შესაბამისად (ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის);
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდევინების ვადა;
ვ) გადახდევინების ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
5. ქვითარი შენახულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
2. იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ნარჩენების გამტან საწარმოებთან (თუ აღნიშნული სუბიექტები არ სარგებლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურით) ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
დანართი №3
|
დანართი №4
|
დანართი №5
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ
ინსტრუქცია
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი ოდენობითა და წესით.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ,,ლატარიები, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.
ა) აზარტული და მომგებიანი თამაშებისათვის გამოყენებული სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები;
ბ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროები (სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და მოგების გაცემა);
გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა;
ე) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები.
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 3 000 ლარით.
2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
3. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია საგადასახადო ინსპექციაში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობისას სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) კოდს, რომლის განმეორება აკრძალულია;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს;
გ) განსხვავებულ ფერს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით.
6. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
7. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იძენს მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით საგადასახადო ორგანოში, საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე.
8. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი რეგისტრაციაში ტარდება საგადასახადო ორგანოში, თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) სახელზე.
9. თამაშების მომწყობნი (ორგანიზატორები) მოსაკრებლის გადახდის ნიშნებს ამაგრებენ სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების თვალსაჩინო ადგილებზე, საანგარიშო კვარტალის პირველ სამუშაო დღეს და ხსნიან ყოველი საანგარიშო კვარტალის ბოლო სამუშაო დღეს.
10. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
11. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კაზინოებიდან (სამორინეებიდან) - 300373177;
ბ) სათამაში ბიზნესის მოსაკრებელი სათამაშო აპარატებიდან - 300373178;
გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროდან - 300373179;
დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელ გათამაშებიდან - 300373180;
ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სისტემურ - ელექტონული ფორმის თამაშობიდან - 300373181;
ვ) სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 300373188.
დანართი №6
მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ
ინსტრუქცია
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან.
2. გამგეობის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, გამგეობის შესაბამისი სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, გამგეობა უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამგეობა ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადებით.
ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 200 ლარი;
ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 80 ლარი.
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2- მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისთვის:
ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 300 ლარი;
ბ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 150 ლარი;
ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 100 ლარი.
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის:
გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 400 ლარი;
გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 200 ლარი;
გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 100 ლარი.
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 500 ლარი;
დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი;
დ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 250 ლარი;
დ.დ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 200 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის სათავსის მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 150 ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 80 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტში ცვლილებების შეტანის შემთხვევებზე.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამგეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. გამგეობა უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიან საგადასახადო ანგარიშზე (სენაკი) ანგარიში (კრედიტი) – 220122900; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222, შემოსავლის სახაზინო კოდი:
ა) მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვაზე მოსაკრებელი – 300373090.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) გამგეობის შესაბამისმა სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დაწყებამდე.
4. თუ დაინტერესებული პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასრულებამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის გამგეობის შესაბამის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს გამგეობაში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.
დანართი №7
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომიქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ
ინსტრუქცია
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია:
ა) ერთჯერადი შემოწმება;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში.
3. გამგეობის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, შესაბამისი სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შესაბამისი ფორმ(ებ)ით
4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ წესით განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, გამგეობა უფლებამოსილია უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამგეობის შესაბამისი სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გამგეობის მიერ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.
3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:
ა) დამკვეთის მოთხოვნით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს;
გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის გარდა სხვა შემოწმებას არ ითვალისწინებს ან/და ადგილი აქვს მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას.
5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა–ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2–ს:
ა.ა) ერთჯერადი შემოწმება – 100 ლარი;
ა.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 300 ლარი;
ა.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 500 ლარი;
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2- მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ–მდე სიმაღლის შენობა–ნაგებობისთვის:
ბ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 200 ლარი;
ბ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 400 ლარი;
ბ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში - 600 ლარი;
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა–ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა:
გ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 300 ლარი;
გ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 500 ლარი;
გ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 700 ლარი;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 400 ლარი;
დ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 600 ლარი;
დ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 800 ლარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ წესის მე-6 მუხლით, აგრეთვე წესის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიან საგადასახადო ანგარიშზე (სენაკი) ანგარიში (კრედიტი) – 220122900; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222, შემოსავლის სახაზინო კოდი:
ა) სხვა არასერტიფიცირებული სანებართვო მოსაკრებელი – 300373106
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
ბ) გამგეობამ უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასრულებამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასრულებამდე.
5. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელების შესახებ მიიღება ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
7. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.