საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-107 |
|
2015 წლის 6 მაისი ქ. თბილისი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი. |
| მუხლი 2 |
დაევალოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებასაც ახორციელებს სამინისტრო, სტაჟირების გავლის წესის შემუშავება და სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პერიოდული ანგარიშის წარმოდგენა. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 27 სექტემბრის №2-185 ბრძანება. |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. სტაჟირების მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. 3. სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობის, ინიციატივების გამოვლენისათვის საჭირო პირობებს და აძლევს დასაქმების შესაძლებლობას. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე; ბ) სტაჟიორი - პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) სტაჟიორობის კანდიდატი - პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში; დ) დაწესებულება - სამინისტროს ცენტრალური აპარატი და ტერიტორიული ორგანოები; ე) სტაჟირების ხელმძღვანელი - პირი, რომელიც უშუალო კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული საქმიანობის ფარგლებში. |
მუხლი 3.
სტაჟიორების შერჩევა და სტაჟირების გავლის წესი |
1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი განათლების მქონე ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატის) დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
2. სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც წარედგინება სამინისტროს. 3. სტაჟიორთა რაოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს დაწესებულება. 4. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთი თვიდან 6 თვემდე ვადით. 5. სტაჟიორად პირის მიღება ხდება კონკურსის წესით (გასაუბრება/ტესტირება) თუ მინისტრის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება. 6. დაწესებულებაში სტაჟიორთა კონკურსთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს სტაჟიორთა შერჩევის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისია ან/და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო შესაბამისი დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით. 7. სტაჟირების წარმატებულმა კანდიდატმა სტაჟირების დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) CV/რეზიუმე; ბ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №1); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) დიპლომის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ვ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლიგიური შემოწმების შესახებ; ზ) 2 ფოტო სურათი 3/4-ზე და ერთი - CD ფორმატზე ჩაწერილი. 8. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად მიღების და სტაჟირების ვადის შესახებ იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. |
მუხლი 4.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები |
მუხლი 5.
დაწესებულების უფლება-მოვალეობები |
1. დაწესებულება სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სტაჟიორის ხელმძღვანელი, რომელიც პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მუშაობას, აწვდის სასწავლო თემატიკას და აძლევს სხვადასხვა დავალებებს. 3. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიაწოდოს მას დროული და სწორი ინფორმაცია. 4. დაწესებულებაში სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია მის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეობის მიღების შემთხვევაში სტაჟიორს სტაჟირების პერიოდი ჩაუთვალოს სამუშაო სტაჟში. |
მუხლი 6.
სტაჟირების შეწყვეტა |
სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; გ) დავალების არაერთგზის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით; დ) საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევა; ე) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა. |
მუხლი 7.
სტაჟირების დასრულება |
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორის ხელმძღვანელის მიერ ხდება სტაჟიორის შეფასება დანართი №2-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ, თუ შეფასების საბოლოო ქულა განისაზღვრება არანაკლებ 3 ქულით; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ, თუ შეფასების საბოლოო ქულა განისაზღვრება 3-ზე დაბალი ქულით. 2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
|
სააპლიკაციო ფორმა
ფოტო
პე რსონალური მონაცემები
განათლებასაშუალო სკოლა, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, ტექნიკუმი, კოლეჯი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უცხო ენები (ცოდნის დონე შეაფასეთ შესაბამისი ქულით: 1- დაწყებითი, 2 - საშუალო, 3 - კარგი, 4 - ძალიან კარგი)
კომპიუტერული პროგრამები (მონიშნეთ ცოდნის შესაბამისი დონე)
ტრენინგების/კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
სამუშაო გამოცდილება(მიუთითეთ ბოლო 2 სამუშაო ადგილი, მათ შორის მოხალისედ მუშაობა, სტაჟირება, დროებითი სამუშაო. დაიწყეთ უკანასკნელი სამუშაო ადგილიდან)
სამუშაო გამოცდილებისას შეძენილი პრაქტიკული ცოდნა/კომპეტენციები:
ინტერესთა სფერო/ჰობი/განსაკუთრებული ნიჭი
სამხედრო სამსახური
რეკომენდაციები (პიროვნება ვინც გაგიწიათ რეკომენდაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტაჟირების გასავლელად)
ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ (მეუღლე, შვილი, მამა, დედა, ძმა, და)
მე,_______________________________________________________ ხელმოწერით ვადასტურებ, რომ გავეცანი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესს, სტაჟირების გავლის წესის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებას. ამასთანავე, განმემარტა, რომ ჩემს ბიოგრაფიაში მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაციის, დაფარვის ან/და ცრუ ინფორმაციის მითითების შემთხვევაში და ჩემი სტაჟირებაზე დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება გამოიწვევს სტაჟირების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ვალდებულებას ვიღებ, ანკეტაში მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში ვაცნობო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, რათა შესაბამისი ცვლილება შეტანილ იქნეს ჩემს პირად საქმეში.
შევსების თარიღი: პირადი ხელმოწერა
„----------“ -------------------------- 20 წელი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამატებითი კომენტარი/რეკომენდაცია სტაჟიორის შეფასებასთან დაკავშირებით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი. |
| მუხლი 2 |
დაევალოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებასაც ახორციელებს სამინისტრო, სტაჟირების გავლის წესის შემუშავება და სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პერიოდული ანგარიშის წარმოდგენა. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 27 სექტემბრის №2-185 ბრძანება. |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი |
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. სტაჟირების მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
3. სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობის, ინიციატივების გამოვლენისათვის საჭირო პირობებს და აძლევს დასაქმების შესაძლებლობას.
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე;
ბ) სტაჟიორი - პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) სტაჟიორობის კანდიდატი - პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში;
დ) დაწესებულება - სამინისტროს ცენტრალური აპარატი და ტერიტორიული ორგანოები;
ე) სტაჟირების ხელმძღვანელი - პირი, რომელიც უშუალო კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული საქმიანობის ფარგლებში.
მუხლი 3.
სტაჟიორების შერჩევა და სტაჟირების გავლის წესი |
1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი განათლების მქონე ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატის) დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
2. სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც წარედგინება სამინისტროს.
3. სტაჟიორთა რაოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს დაწესებულება.
4. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთი თვიდან 6 თვემდე ვადით.
5. სტაჟიორად პირის მიღება ხდება კონკურსის წესით (გასაუბრება/ტესტირება) თუ მინისტრის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
6. დაწესებულებაში სტაჟიორთა კონკურსთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს სტაჟიორთა შერჩევის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისია ან/და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო შესაბამისი დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით.
7. სტაჟირების წარმატებულმა კანდიდატმა სტაჟირების დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) CV/რეზიუმე;
ბ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №1);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) დიპლომის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ვ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლიგიური შემოწმების შესახებ;
ზ) 2 ფოტო სურათი 3/4-ზე და ერთი - CD ფორმატზე ჩაწერილი.
8. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად მიღების და სტაჟირების ვადის შესახებ იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 4.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები |
1. დაწესებულება სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სტაჟიორის ხელმძღვანელი, რომელიც პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მუშაობას, აწვდის სასწავლო თემატიკას და აძლევს სხვადასხვა დავალებებს.
3. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიაწოდოს მას დროული და სწორი ინფორმაცია.
4. დაწესებულებაში სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია მის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეობის მიღების შემთხვევაში სტაჟიორს სტაჟირების პერიოდი ჩაუთვალოს სამუშაო სტაჟში.
მუხლი 6.
სტაჟირების შეწყვეტა |
სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით;
დ) საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევა;
ე) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა.
მუხლი 7.
სტაჟირების დასრულება |
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორის ხელმძღვანელის მიერ ხდება სტაჟიორის შეფასება დანართი №2-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ, თუ შეფასების საბოლოო ქულა განისაზღვრება არანაკლებ 3 ქულით;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ, თუ შეფასების საბოლოო ქულა განისაზღვრება 3-ზე დაბალი ქულით.
2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დანართი №1
სააპლიკაციო ფორმა
სააპლიკაციო ფორმა
ფოტო
პერსონალური მონაცემები გვარი, სახელი, მამის სახელი დაბადების თარიღი: (რიცხვი, თვე, წელი) დაბადების ადგილი: სქესი: ☐ მამრობითი ☐ მდედრობითი რეგისტრაციის მისამართი: ფაქტობრივი მისამართი: თუ შეცვლილი გაქვთ გვარი, სახელი, მამის სახელი - გთხოვთ, მიუთითეთ. საკონტაქტო ნომრები: მობილური: სახლი: ოჯახური მდგომარეობა: ☐ დაოჯახებული ☐ დასაოჯახებელი ☐ ქვრივი ☐ განქორწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი: ☐ პირადობის მოწმობა ☐ ID ბარათი დოკუმენტის სერია და N პირადი ნომერი: მოქმედების ვადა: (რიცხვი, თვე, წელი) ____/_____/_______ ვის მიერ არის გაცემული: გაქვთ თუ არა მართვის მოწმობა? დადებითი პასუხის შემთხვევაში მიუთითეთ კატეგორია. ☐ დიახ ☐ არა ☐ A ☐ B ☐ C ☐ D განათლება საშუალო სკოლა, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, ტექნიკუმი, კოლეჯი საშუალო სკოლა (ქალაქი, მუნიციპალიტეტი, სოფელი, დაბა და სკოლის №) დაწყება: ____/____/___ დასრულება:____/___/___ პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი (ქალაქი, მუნიციპალიტეტი და სასწავლებლის სახელწოდება) დაწყება: ___/___/___ დასრულება:____/____/___ კოლეჯი (ქალაქი, მუნიციპალიტეტი და სასწავლებლის სახელწოდება) დაწყება: ____/___/___ დასრულება:____/____/___ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უმაღლესი სასწავლებლის დასახელება (ქვეყანა, ქალაქი, მუნიციპალიტეტი) ფაკულტეტი სპეციალობა სწავლის პერიოდი: (რიცხვი, თვე, წელი)საიდან:______________ სადამდე: _______________ მიღებული ხარისხი: ☐ ბაკალავრი ☐ მაგისტრი ☐ დოქტორი უცხო ენები (ცოდნის დონე შეაფასეთ შესაბამისი ქულით: 1- დაწყებითი, 2 - საშუალო, 3 - კარგი, 4 - ძალიან კარგი) უცხო ენა წერა კითხვა საუბარი მოსმენა კომპიუტერული პროგრამები (მონიშნეთ ცოდნის შესაბამისი დონე) პროგრამის დასახელება დაწყებითი საშუალო კარგი ძალიან კარგი ტრენინგების/კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ტრენინგის დასახელება ტრენინგის გავლის ადგილი დაწყების თარიღი დასრულების თარიღი სამუშაო გამოცდილება (მიუთითეთ ბოლო 2 სამუშაო ადგილი, მათ შორის მოხალისედ მუშაობა, სტაჟირება, დროებითი სამუშაო. დაიწყეთ უკანასკნელი სამუშაო ადგილიდან)№ დაწესებულების/ორგანიზაციის დასახელება დაწყების თარიღი დასრულების თარიღი დაკავებული თანამდებობა წამოსვლის მიზეზი1 2 3 სამუშაო გამოცდილებისას შეძენილი პრაქტიკული ცოდნა/კომპეტენციები: ინტერესთა სფერო/ჰობი/განსაკუთრებული ნიჭისამხედრო სამსახური გავლილი გაქვთ თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური ☐ დიახ ☐ არა დადებითი პასუხი შემთხვევაში მიუთითეთ ჯარის სახეობა, სამხედრო ნაწილი №/თანამდებობა და სამხედრო სამსახურის გავლის ადგილი (ქალაქი) დაწყების და დასრულების თარიღები წოდება დემობილიზაციისას დემობილიზაციის საფუძველი რეკომენდაციები (პიროვნება ვინც გაგიწიათ რეკომენდაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტაჟირების გასავლელად) გვარი, სახელი სამუშაო ადგილი თანამდებობა საკონტაქტო ნომერი ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ (მეუღლე, შვილი, მამა, დედა, ძმა, და) ნათესაური გვარი, სახელი, მამის დაბადების სამუშაო ადგილი, საკონტაქტო კავშირი სახელი თარიღი და თანამდებობა/სასწავლებლის ნომერი მისამართი დასახელება მე,_______________________________________________________ ხელმოწერით ვადასტურებ, რომ გავეცანი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესს, სტაჟირების გავლის წესის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებას. ამასთანავე, განმემარტა, რომ ჩემს ბიოგრაფიაში მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაციის, დაფარვის ან/და ცრუ ინფორმაციის მითითების შემთხვევაში და ჩემი სტაჟირებაზე დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება გამოიწვევს სტაჟირების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ვალდებულებას ვიღებ, ანკეტაში მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში ვაცნობო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, რათა შესაბამისი ცვლილება შეტანილ იქნეს ჩემს პირად საქმეში.შევსების თარიღი: პირადი ხელმოწერა „----------“ -------------------------- 20 წელი დანართი №2 სტაჟიორის შეფასების ფორმა სტაჟიორის სახელი/გვარი: სტრუქტურული ქვედანაყოფი სადაც გაიარა სტაჟირება: სტაჟიორის ხელმძღვანელი: (სახელი, გვარი, თანამდებობა) შეფასების პერიოდი:№ შეფასები კრიტერიუმები მიუღებელი(1) საშუალო(2) კარგი(3) ძალიან კარგი(4) 1 პუნქტუალობა/დისციპლინა2 შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის დონე3 დავალების შესრულების ხარისხი4 დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება5 დამოუკიდებლად მუშაობის უნარი6 გუნდურად მუშაობის კულტურა7 პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა8 ტექნიკური უნარ-ჩვევები9 ინიციატივის გამოვლენა10 კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი დამატებითი კომენტარი/რეკომენდაცია სტაჟიორის შეფასებასთან დაკავშირებით: სტაჟიორის ხელმძღვანელის ხელმოწერა: _______________________________________ შევსების თარიღი: (რიცხვი/თვე/წელი) ____/_____/20____წ. |