ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში მდებარე ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №807
2015 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში მდებარე ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად:
1. ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში (ფაქტობრივი მისამართი: კოსტავას ქ. №43ა, ჟორდანიას ინსტიტუტის მიმდებარედ არსებული ყოფილი ლაბორატორიის შენობა №3, ს/კ: 01.15.03.010.073, ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №010105364) მდებარე და ამჟამად უკვე დემონტირებულ ობიექტს მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
2. დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ამ განკარგულების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე შესაბამისი მონაცემების ასახვა.
3. განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში მდებარე ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში მდებარე ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.04.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში მდებარე ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ“?
- „ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში მდებარე ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ“ მიღებულია 20.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №807. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019030.
- სად არის „ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში მდებარე ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში მდებარე ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ“, №807, 20.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019030 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2826141/