„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2015 წლის 30 აპრილი
ქ. დედოფლისწყარო
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 17.07.2014 წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.169.016149) და დადგენილებით დამტკიცებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების და სხდომის ვიდეო/აუდიო ჩაწერის წესი
1. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს.
2. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, გამგებელს, საკრებულოში რეგისტრირებულ ლობისტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.
3. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები.
4. საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლებს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში საკრებულოს თანხმობით უფლება აქვთ მოახდინონ სხდომის ვიდე/აუდიო ჩაწერა.
5. სხდომის ვიდე/აუდიო ჩაწერის უფლება ასევე აქვს საკრებულოს აპარატს.
6. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ რეგლამენტით დადგენილი წესრიგის დაცვის წესი.“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი