ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2015
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2015
matsne.gov.ge 522 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
საფინანსო ორგანო
ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ახალციხის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე.
მუხლი 2
გადანაწილება
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
მუხლი 2
თანხების ასახვა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 23.03.2018 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 11.04.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 18.03.2016 ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 07.05.2018 ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 15.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2015 წლის 30 აპრილი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტისა, და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი - დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში - წესი)  შემუშავებულია საქართველოს  საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს. მუხლი 2🔗. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. საფინანსო ორგანო – ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ახალციხის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე. 2. გადანაწილება – ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. თანხების ასახვა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა. მუხლი 3🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასიგნებების განაწილება და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელება 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამების,  ქვეპროგრამებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის   თანხების გადანაწილება. 2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა  ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა. 4. გადანაწილების უფლება აქვს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე; 5. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო ორგანო (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე). 6. გადანაწილება ასახული უნდა იქნეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის ბოლომდე. მუხლი 4🔗. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხის ასახვა 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. 2. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება) ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო ორგანო. 3. განსახორციელებელი ცვლილება (თანხების ასახვა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვის მიზნით (თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილების სახით) ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად. მუხლი 5🔗. სხვა მარეგულირებელი ნორმები 1. გადანაწილების ან/და თანხების ასახვა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უნდა აცნობოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,  არაუგვიანეს 5  სამუშაო დღისა. 2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.