9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №895
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018996
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| ღონისძიების დასახელება | ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება |
| გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი - 8 მაისი | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო |
| პრემიერ-მინისტრის სახელით გამართული ვეტერანების მიღება - 8 მაისი | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| ვაკის პარკში მუსიკალური გაფორმება თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრით | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო |
| სასწრაფო გადაუდებელი დახმარება; ვეტერანების ტრანსპორტით უზრუნველყოფა | ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია |
| უცნობი ჯარისკაცის მონუმენტთან საპატიო ყარაულის მობილიზება, გვირგვინით შემკობა | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო |
| საზეიმო ღონისძიებები საქართველოს დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებში | თვითმმართველი ქალაქების - ზუგდიდის, ფოთის, თელავის, ახალციხის, ოზურგეთის, გორის, მცხეთის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ 9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში დამატების შეტანისა და „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №895
2015 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ლ“, „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული 9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა (შემდგომში - სამოქმედო გეგმა).
2. ეთხოვოს სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ თვითმმართველ ერთეულებს კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების ჩატარება ან/და მათში მონაწილეობის მიღება.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაბამისი საქონლის ან/და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დაწესდეს ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 1 000 (ათასი) ლარის და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირისათვის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირებისა) ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემა უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) სახელმწიფო სოციალური შინაარსის ფულადი გასაცემლების გაცემაზე/დარიგებაზე მომსახურე შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ამ განკარგულების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული სიის საფუძველზე. სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს მონაცემების შედარებას სსიპ ‑ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებულ ბაზასთან, 2015 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცოცხლად მყოფ პირთა დაზუსტებისა და ამ პირებზე სოციალური დახმარების გაცემის მიზნით.
6. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული „სოციალური დახმარებების“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 02 02) ასიგნებიდან.
7. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა არა უგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა:
ა) სააგენტოს მიაწოდოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებული (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირებისა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირების სახელობითი მონაცემები;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიაწოდოს შესაბამისი სახელობითი მონაცემები ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირების შესახებ.
8. ეთხოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის 1 000 (ათასი) ლარის და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულებისათვის 500 (ხუთასი) ლარის ფულადი დახმარების მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გაცემა.
9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ განკარგულებით განსაზღვრული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირებისათვის ფინანსური დახმარების კომპონენტის საკუთარი ასიგნებებიდან ანაზღაურებით წარმოქმნილი ხარჯის შესავსებად საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი წინადადებებით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა
ღონისძიების დასახელება
ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება
გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი - 8 მაისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
პრემიერ-მინისტრის სახელით გამართული ვეტერანების მიღება - 8 მაისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ვაკის პარკში მუსიკალური გაფორმება თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრით
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ვაკის პარკში საგამოფენო სივრცის მოწყობა, სადაც გამოტანილი იქნება ომის დროინდელი ფოტოები, იარაღი, საველე სამზარეულო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო -ფოტოების მოძიება და დაბეჭდვა; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - იარაღის, ომის დროინდელი საველე სამზარეულოს გამოფენა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია -საგამოფენო სივრცის კარვებით მოწყობა
სცენის დამონტაჟება და პარტერის მოწყობა, სადაც გაიმართება 1 საათიანი კონცერტი ვეტერანებისათვის. სცენაზე 2X3-ზე ეკრანის დამონტაჟება, სადაც ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები ფილმებიდან
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - კონცერტის სრული პროგრამის უზრუნველყოფა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია - სცენის, ეკრანის, სკამების, გახმოვანების აპარატურის მონტაჟი და დემონტაჟი
სასწრაფო გადაუდებელი დახმარება; ვეტერანების ტრანსპორტით უზრუნველყოფა
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
უცნობი ჯარისკაცის მონუმენტთან საპატიო ყარაულის მობილიზება, გვირგვინით შემკობა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საზოგადოებრივ მაუწყებელზე სადღესასწაულო დღეებში გადაცემების მომზადება ომის თემატიკაზე და 9 მაისს საღამოს გაფერადებული ფილმის „ჯარისკაცის მამა“ ჩვენება
სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებელი
7 მაისს მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლის „მე ვხედავ მზეს“ გამართვა ვეტერანების ოჯახის წევრებისათვის
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - სპექტაკლით უზრუნველყოფა; სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - ვეტერანების მოწვევა
საიუბილეო მედლის დამზადება; მედლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილის დაგზავნა მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილესთან
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - მედლის დამზადება, მედლისა და წერილის დაგზავნა; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - წერილის მომზადება
ფინანსური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულ პირებს
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარების ნაწილში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - დანარჩენი ბენეფიციარების ნაწილში
საზეიმო ღონისძიებები საქართველოს დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებში
თვითმმართველი ქალაქების - ზუგდიდის, ფოთის, თელავის, ახალციხის, ოზურგეთის, გორის, მცხეთის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტები